დილიდან გამოვედი სატაქსაოდ…
ვათვალიერებ ხალხს და ყველაში ვხედავ პოტენციურ კლიენტს..
ყურადღება მიიპყრო ერთმა 40 წლამდე ძალიან მომხიბვლელმა მანდილოსანმა…
გემრიელად ჩაცმული, ლამაზი მაკიაჟით, გამოყვანილი ტანით და ულამაზესი თვალებით..
აბა ეს მე რას მიკადრებს მეთქი და ვხედავ იყურება გვერდითა მინაში ..
გავაღე კარები, ქალბატონო დაგეხმაროთ თქო? თან ხმა ამიკანკალდა, ისე ლამაზია…
ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ალბათ კარგად გამიგებ, დახმარება მჭირდება, ჩემ ქმარს საყვარელი ყავს ნაქირავებ ბინაში, მინდა მივიდე და დავამხო თავზე, გეხვეწები დამეხმარეო..
მეთქი ვაააა!
დაბრძანდით ქალბატონო, თქვენთან ვარ ბოლომდე მეთქი და 10 წუთში მივედით კორპუსთან. გადავიდა ეს ქალბატონი მანქანიდან და რომ ვუყურებ ელეთ-მელეთი მემართება ისეთი გემრიელია..
ვიფიქრე, ეხლა იმ კაცს, ცოლზე ბანძი საყვარელი თუ ყავს თავპირს გავუერთიანებ მეთქი და მივადექით ბინას..
დაუკაკუნა ცოლმა და კარი გააღო ქმარმა..
შენ დაგიდგი კუბოვო მიაწყევლა და ხია გაშლილი ხელი სიფათში..
ქმარმაც ქმრის მოვალეობა ცოლთან სიტყვიერად შეასრულა და ამ დროს საყვარელიც გამოჩდა..
მიშველეეეეეთ!
დაიწყო ყვირილი
შენ ჩათლახო ქალოვო დაუყვირა ცოლმა და გადასცხო ჩანთა თავში, ამ ძუკნასთან მღალატობო?
აბა შენ რო ამ ბიჭთან მიღალატეო? დაუბრუნა პასუხი ქმარმა და გამოიშვირა ხელი ჩემსკენ
მეთქი ეეეე!!!
ბიჭო ხოარაფერი გეშლება მეთქი და მივეჭერი.. ამომცხო წიხლი საბავშვო ბაღში, მომაჯდა ზემოდან და მიბაგუნა ფერდებში. თან ცოლს ეჩხუბება ამ ღლაპთან როგორ მიღალატეო
მეთქი ძმაო ტაქსისტი ვარ
უფრო გამწარდა ქმარი
მიუბრუნდა ცოლს, რა დაგაკელი ტაქსისტთან რომ არ გეღალატაო
მძლივს ავწიე თავი და დავინახე ამ საყვარელმა ამ კაცს წყლის დოქი გადაალეწა თავზე
რატომ მომატყუე უცოლო ვარო
მოკლედ, ცოლმა და საყვარელმა მაგრად დაჟეჟეს ეს კაცი
მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და მე და ეს კაცი გვერდიგვერდ დაგვაწვინეს საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით
შედარებით ადრე გამომწერეს მე
ექიმი მეუბნება 500 ლარი გაქ გადასახდელიო.
მეთქი სამსახურის დაზღვევა მაქ მეთქი და ამ დროს გავიგე ხმა:
მე ვიხდი მაგ ფულსო
მოვიხედე და ის ჩემი კლიენტი ქალბატონი შემრჩა ხელში. ისეთი ლამამზი იყო 🙁
მოკლედ, დაზღვევამ ამინაზღაურა ხარჯები და იმ ქალმა ის 500 ლარი მაჩუქა. დაიმსახურეო
ტელეფონის ნომერიც ჩაიწერა, რა იცი რა დროს დამჭირდეო და თვალი ჩამიკრა…
მაგის მერე 1 წელი გავიდა მაგრამ, თვალითაც აღარ მინახავს, არც ცოლი, არც ქმარი და არც საყვარელი…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
შენიშნვნა – ფოტო თემატურია