• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 15, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გახარიას თუ ჰგონია, რომ…” – თინა ბოკუჩავა მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

by inew
6 February 2025
in საზოგადოება
0
„გახარიას თუ ჰგონია, რომ…” – თინა ბოკუჩავა მოულოდნელ განცხადებას აკეთებს
0
SHARES
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „გახარია-საქართველოსთვის“ ბანერის კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას თუ ჰგონია, რომ ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება.

გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა.

რეალობაში, სადაც ივანიშვილი ქვეყანას გვართმევს, რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა. ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით.

გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით. შემდგარ დიქტატურაში ივანიშვილს არც გახარია დასჭირდება ოპოზიციად და დემოკრატიობანას სათამაშოდ.

მორალური პედესტალიდან როცა საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მე ის პერიოდი ძირითადად საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და ვიზიარებ“, – წერს თინა ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპარლამენტო მანდატების საკითხსაც შეეხო და დაინტერესდა, როდის დაწერენ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ.

„და ბოლოს, რადგან მანდატების საკითხზე თავად გახსნა დისკუსია გახარიამ, როდის წერს განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ თუ მართლა ჰგონია საზოგადოება მიიღებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ იმუნიტეტისთვის სჭირდება მანდატი? მაშ იმ ათასობით დემონსტრანტს რას ეუბნება, ვინც იმუნიტეტის გარეშე ყოველდღიურად დაჭერის საფრთხეს არ უშინდება? მორალური სიცხადისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, ვიდრე ის ყალბი ბუღალტერია, რასაც გახარია გვთავაზობს და რომელიც სინამდვილეში, ივანიშვილის საბუღალტრო წიგნაკშია დაწერილი“, – წერს თინა ბოკუჩავა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ცნობილია მათი ვინაობა

Next Post

,, გაიარე რა”… – ვის მიმართავს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში?

Next Post
,, გაიარე რა”… – ვის მიმართავს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში?

,, გაიარე რა”... - ვის მიმართავს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.