ალექსანდრე თოფურია 2022 წლის აპრილში, ABC.es-თან ინტერვიუში ამბობდა:
„ჩემი მიზანი არის UFC-ში მოხვედრა და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება. ამისთვის დაახლოებით ორი წელი დამჭირდება. როდის გახდება ჩემპიონი ილია? როდესაც ქამრის მფლობელს შეხვდება. ჩემი ძმა აუცილებლად მოუგებს იმდროისთვის არსებულ ჩემპიონს”, – განაცხადა ალექსანდრემ.
ალექსანდრეს სიტყვები სრული სიზუსტით ახდა – ის UFC-შია და ერთი გამარჯვება უკვე მოპოვებული აქვს მაშინ, როდესაც მისმა ძმამ ალექს ვოლკანოვსკის ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა და შემდეგ, ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.