• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 18, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფრთხილად, ჯარიმები 120-იდან 3000 ლარამდე იზრდება! – საყურადღებო ინფორმაცია

by inew
17 February 2025
in საზოგადოება
0
ფრთხილად, ჯარიმები 120-იდან 3000 ლარამდე იზრდება! – საყურადღებო ინფორმაცია
0
SHARES
613
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვიურ გამოცემაში „ჩვენი სოფელი“ თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, განმარტებულია, თუ რომელ ადგილებში და რა საშუალებებით არის თევზაობა აკრძალული.

თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და სხვა.

აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:

ელექტროდენი
ელექტროშოკური აპარატი
თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები
ცეცხლსასროლი იარაღები
სახლართი ბადე
ე.წ. ეკრანბადე
მოსასმელი ბადე
სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე
იარაღები
ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები
ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

სტატიაში მოცემულია ინფორმაცია სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

„მთელი წლის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით. გამკაცრებული კანონმდებლობა და სანქციები იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.

ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.

ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის მასობრივი განადგურების სხვასაშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ბოლო პერიოდში, ბრაკონიერობის პრევენციისა და შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში და უკანონო თევზჭერის ფაქტების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „ელექტროშოკური აპარატი“ „თევზჭერის ელექტრო იარაღად“ დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“ – ნათქვამია სტატიაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცნობილია ვინ იქნება “პატარების დიდი შოუს” წამყვანი “იმედიდან” გაშვებული დუტა სხირტლაძის ნაცვლად

Next Post

„ბიძინა გიგას რომ შეხვდა, პირდაპირ უთხრა და შემიძლია გავიმეორო…”- რა გაამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა?

Next Post
„ბიძინა გიგას რომ შეხვდა, პირდაპირ უთხრა და შემიძლია გავიმეორო…”- რა გაამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა?

„ბიძინა გიგას რომ შეხვდა, პირდაპირ უთხრა და შემიძლია გავიმეორო…”- რა გაამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.