მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში 7 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
,,პრაიმტაიმის” ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.