ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო უილსონი იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და “ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს“.