• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს!

by inew
23 February 2025
in საზოგადოება
0
საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს!
0
SHARES
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მოცემული პერიოდის მანძილზე, პენსია გაიცა სხვადასხვა კატეგორიის 4 019 პირზე და ჯამურად შეადგინა 17 433 462 ლარი.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება 2023 წლის აგვისტოდან, დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა 3 პორტფელმა – კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური – საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა.

2023 წლის ნოემბერში შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის პოზიცია და 2024 წელს დაინიშნა შესაბამისი კადრი. ამ საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მიერ რეგულარულად ხდება საინვესტიციო რისკების ანგარიშის მომზადება. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას.

რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში ISO 27001 სტანდარტთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულდა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები.

კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 499 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდის, ბლოგის, მოქალაქეთა მისაღების, იუსტიციის სახლების 117 ფილიალის და ცხელი ხაზის დახმარებით. ამავე პერიოდში განხორციელდა ვებგვერდის რებრენდინგი და შშმ პირებზე ადაპტაცია,“ – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მო­სუ­ლი იყო უტიფ­რად, ერთი და­ვარ­ტყი და წა­იქ­ცა, და­ცე­მის შე­დე­გად და­შავ­და, მე არ მო­მიკ­ლავსო“ – რას ამბობს 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა, რომელიც დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს

Next Post

„დატრიალდება ტრაგედია, ჩაგვეხოცება 24 შშმ პირი“ – შშმ პირთა პანსიონატი “ბარბარე” დახმარებას ითხოვს

Next Post
„დატრიალდება ტრაგედია, ჩაგვეხოცება 24 შშმ პირი“ – შშმ პირთა პანსიონატი “ბარბარე” დახმარებას ითხოვს

„დატრიალდება ტრაგედია, ჩაგვეხოცება 24 შშმ პირი“ - შშმ პირთა პანსიონატი "ბარბარე" დახმარებას ითხოვს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.