შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია მგზავრობისას ის სახალისო ისტორიას შეესწრო და ამბავს “ფეისბუქზე” აზიარებს. მოქმედება სამარშრუტო ტაქსში ხდება:
„მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა:
_ ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია.
_ მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით.
_ მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ.
ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა.
ატყდა მანქანაში ჩოჩქოლი და ხითხითი.
ნანული ფერდაკარგული იდგა.
რამდენიმე ხანში გამოერკვა და
– უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს.
მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში
მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო.
სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი.
უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება?
_ მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ვარკეთილის ერთ-ერთ გაჩერებაზე.
მგზავრებმა კი შვებით ამოვისუნთქეთ.
ეჰ, გივი, გივი!!!“ – წერს ბელა ალანია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია