• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეიძლება აფეთქებული ვარსკვლავის რადიაციას გავლენა ექონია დედამიწაზე? – მეცნიერების დასკვნა

by inew
27 February 2025
in საზოგადოება
0
შეიძლება აფეთქებული ვარსკვლავის რადიაციას გავლენა ექონია დედამიწაზე? – მეცნიერების დასკვნა
0
SHARES
75
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შეეძლო თუ არა კოსმოსში აფეთქებულ ვარსკვლავს გავლენა მოეხდინა დედამიწაზე მიმდინარე ევოლუციაზე?

ახალი კვლევის თანახმად, 2,5 მილიონი წლის წინ, ტანგანიიკის ტბაში ვირუსების მრავალფეროვნების ნამდვილი აფეთქება მოხდა, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც დედამიწას აფეთქებული ვარსკვლავის, ანუ სუპერნოვას რადიაციამ გადაუარა.

ეს კი შეიძლება მიუთითებდეს კავშირზე გამრავალფეროვნებასა და კოსმოსურ რადიაციას შორის; ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ კვლევის ავტორები, რომელსაც სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კეიტლინ ნოჯირი ხელმძღვანელობდა.

„ნამდვილად საოცარია იპოვო გზები, რომლებითაც წარმოუდგენლად შორეული რაღაცები შეიძლება გავლენას ახდენდნენ სიცოცხლეზე ან პლანეტის სიცოცხლისთვის ხელსაყრელობაზე“, — ამბობს ნოჯირი.

რადიაცია დედამიწაზე ევოლუციის წარმართვაში ერთ-ერთ კონტრიბუტორად მიიჩნევა — ქაოსური გავლენის, რაც უჯრედებს მუტაციისკენ უბიძგებს, იქნება ეს კარგი, ცუდი თუ ნეიტრალური მუტაციები. ევოლუცია რადიაციით ან მის გარეშეც მოხდებოდა, მაგრამ მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ცვლილებების სტიმულირებაში.

მზის სისტემა კოსმოსში ჩამოკიდებულია ბუშტში, რომელსაც ადგილობრივ ბუშტს უწოდებენ — რეგიონი, რომელიც შედარებით დაცლილია ვარსკვლავებისგან. ასტრონომთა აზრით, ეს ბუშტი მილიონობით წლის წინ, სუპერნოვათა აფეთქებების სერიებმა „ამოჭრა“.

ვინაიდან ახლომახლოს სუპერნოვას აფეთქებას დედამიწაზე რადიაციის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია, უპრიანია შევისწავლოთ შესაძლებლობა, რომ ამ რადიაციამ გავლენა მოახდინა პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეზე.

ნოჯირისა და მისი კოლეგების კვლევა მოიცავდა ზღვის ფსკერიდან აღებული ნაბურღი დანალექების (კერნი) შესწავლას, რომლებიც ინახავს მილიონობით წლის განმავლობაში დანალექ მასალებს. კერძოდ, ისინი ეძებდნენ რკინის რადიოაქტიურ იზოტოპ რკინა-60-ს, რომელიც სუპერნოვას აფეთქების დროს წარმოიქმნება და დიდი ოდენობით ცვივა დედამიწაზე, როდესაც მზის სისტემა სუპერნოვას ნარჩენ ღრუბლებში გადაადგილდება.

2016 წელს, ფიზიკოსთა ჯგუფმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც აღწერდნენ ზღვის ფსკერის დანალექებში რკინა-60-ის მატების ორ პერიოდს. ვინაიდან რკინა-60-ის ნახევარდაშლის პერიოდი ცნობილია, მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი ამ მატების დათარიღება — ერთი დაახლოებით 6,5 – 8,7 მილიონი წლის წინ მოხდა, მეორე კი დაახლოებით 1,5 – 3,2 მილიონი წლის წინ.

ნოჯირის ჯგუფს სურდა, რომ მატების ეს პერიოდები კონკრეტულ მოვლენებთან დაეკავშირებინა; ამიტომ, ადგილობრივ კოსმოსში ობიექტთა მოძრაობა „უკან გადაახვიეს“. შედეგებმა აჩვენა, რომ რკინა-60-ის პირველი მატება მაშინ მოხდა, როცა დედამიწა „ადგილობრივ ბუშტში“ შევიდა და გაიარა სუპერნოვას აფეთქებების შედეგად ამ იზოტოპით გამდიდრებული სასაზღვრო რეგიონი.

როგორც მათ დაადგინეს, მეორე მატება სავარაუდოდ გამოწვეული იყო ახლომახლოს სუპერნოვას აფეთქებით 2-3 მილიონი წლის წინ, ან მორიელი-კენტავრის ახალგაზრდა ვარსკვლავთა ჯგუფში ჩვენგან 460 სინათლის წლის მანძილზე, ან ტუკანა-საათის ჯგუფში 230 სინათლის წლის მანძილზე.

მორიელი-კენტავრში არსებული სუპერნოვას ნარჩენსა და მასთან დაკავშირებულ გაქცეულ ვარსკვლავებს შორისაა ერთი პულსარი, ანუ სუპერნოვად აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი, კოლაფსირებული ბირთვი; ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ზემოთ ხსენებულ ორ რეგიონს შორის, დიდი ალბათობით, დამნაშავე სწორედ ეს რეგიონი უნდა იყოს. მართლაც, 2019 წლის კვლევამ უკვე დააკავშირა დედამიწაზე რკინა-60-ის მატება ზუსტად ამ სუპერნოვასთან.

იმის გასარკვევად, რკინა-60-ის მატების გარდა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამ აფეთქებას დედამიწაზე, ჯგუფმა სიმულაციები ჩაატარა. ასე დაადგინეს, რომ ჩვენს პლანეტას უნდა განეცადა მძლავრი კოსმოსური რადიაციით ბომბარდირება სუპერნოვას აფეთქებიდან მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში.

თუ აფეთქება მორიელი-კენტავრში მოხდა, პირველი 10 000 წლის განმავლობაში, დოზა წელიწადში დამატებითი 30 მილიგრეი უნდა ყოფილიყო; ტუკანა-საათში აფეთქების შემთხვევაში კი 100 მილიგრეი.

ეფექტები ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა. 2016 წლის პუბლიკაცია აღწერს ინდოეთში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, რადიაციის ზღვარი, რომელსაც დნმ-ის დაშლა შეუძლია, არის 5 მილიგრეი წელიწადში.

მიუხედავად იმისა, რომ რომ ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი ხაზი არაა გავლებული, შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2-3 მილიონი წლის წინ, ტანგანიიკის ტბაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თევზების ვირუსთა მრავალფეროვნება.

„არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ზუსტად ერთდროულადაა მომხდარი. ვფიქრობთ, საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროს გაიზარდა ვირუსების მრავალფეროვნება“, — ამბობს ნოჯირი.

ყოველ შემთხვევაში, კვლევები მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობს კავშირი კოსმოსის სასტიკ მოვლენებსა და დედამიწაზე ევოლუციის ტრაექტორიას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ ვაკუუმში, ბუშტში ვარსებობთ, მაგრამ ეჭვგარეშეა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ანდაც, როგორც კარლ სეიგანი ამბობდა, „ჩვენ ყველა, ვარსკვლავის მტვერი ვართ“.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ucsc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post

ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს!

Next Post
ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს!

ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს!

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.