• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, July 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა

by inew
13 March 2025
in საზოგადოება
0
ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა
0
SHARES
3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

მას სი­ნამ­დვი­ლე­ში მზია ერ­ქვა, მაგ­რამ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ღუ­ღუ­ნით გა­იც­ნო.

რო­გორც გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად ისიც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ტა­ნად ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და იფიქ­რა, ეს ხელს შე­უშ­ლი­და, ასე რომ, მა­ლე­ვე გა­და­ი­ფიქ­რა. სკო­ლა­ში ფრან­გულს სწავ­ლობ­და და კა­ლათ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რიც იყო… კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის­თვის ქუ­ჩი­დან აირ­ჩი­ეს, პრინ­ციპ­ში – ფილ­მის­თვი­საც ანა­ლო­გი­უ­რი ამ­ბა­ვი გა­დახ­და თავს. ხუთ ფილმში გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო: “ქვევ­რი“, “გან­გა­ში“ და “მზე შე­მოდ­გო­მი­სა“? თქვენც უეჭ­ვე­ლად გე­მახ­სოვ­რე­ბათ მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი – ქვევ­რის გამ­ტე­ხი გო­გო­ნა; ყა­რა­მა­ნის მიჯ­ნუ­რი ფო­თო­ლა და ან­ჟე­ლი­კა ფილ­მი­დან – “მზე შე­მოდ­გო­მი­სა“; ბო­ლოს იგი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“ კი ვი­ხი­ლეთ…

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ერ­ქვა და წლე­ბია, ვიც­ნობ­დი – მუ­დამ მო­ღი­მარ-მო­კის­კი­სეს, ენერ­გი­ულს, მუ­დამ მო­სიყ­ვა­რუ­ლეს და ყუ­რა­დღე­ბი­ანს, მის ასაკს ვე­რას­დროს გა­მო­იც­ნობ­დი, რად­გან მუ­დამ ახალ­გაზ­რდა იყო – სუ­ლი­თაც და გა­რეგ­ნო­ბი­თაც… ახ­ლა­ხან კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი შვი­ლიშ­ვი­ლის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე:

“გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი ღუღუ ბება, ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი… ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი… მე­სა­ი­დუმ­ლე… ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა უშე­ნოდ ცხოვ­რე­ბა, ღუღუ, მად­ლო­ბა ჩემ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის. ბო­დი­ში, რომ ვერ გიშ­ვე­ლე“.

ბოლო ხანს ღუ­ღუ­ნის­თან არ მი­სა­უბ­რია, მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე თე­ბერ­ვალ­ში, ისიც – “ფე­ის­ბუ­ქით“. დიდი ხნის წინ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლის­გან, დაბა სი­ონ­ში, იქ ღუ­ღუ­ნის სახ­ლი ჰქონ­და. მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უც რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­წე­რე, რამ­დენ­ჯერ­მე ში­ნაც ვეწ­ვიე, თბი­ლის­ში, ხან ტე­ლე­ფო­ნის ვსა­უბ­რობ­დით, ხან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ვი­კი­თხავ­დით ერ­თმა­ნეთს, ახლა კი… მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბად იქცა ყვე­ლა­ფე­რი – დიდი სუ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ადა­მი­ან­ზე.

ისე­თი უშუ­ა­ლო იყო, ინ­ტერ­ვი­უს ასა­ღე­ბად მი­სულს, მახ­სოვს, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი. ბევ­რი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე მის­გან, სა­კუ­თარ თავ­ზე ნაკ­ლებს სა­უბ­რობ­და, მეტს კი – ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბი­სას შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­ზე, რო­მელ­თა­გან დღეს მხო­ლოდ თითო-ორო­ლა ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი.

მისი რო­ლე­ბი­დან პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მა­ინც მისი ფო­თო­ლა იყო, 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­დან – “გან­გა­ში“. ალ­ბათ, უფრო იმი­ტომ, რომ ჩემს დე­დუ­ლეთ­ში გა­და­ი­ღეს. მას­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობს. ერთ-ერთი სწო­რედ ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი იყო – იმ­ჟა­მინ­დელ უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ფრან­გუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტი. 18 წლის ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ასის­ტენ­ტმა ირა ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა ტრო­ლე­ი­ბუს­ში შე­ამ­ჩნია და სინ­ჯებ­ზე და­ი­ბა­რა… თა­ვად ღუ­ღუ­ნის მო­ნა­თხრობს გი­ამ­ბობთ:

“ფო­თო­ლას რო­ლის­თვის მსინ­ჯავ­დნენ. ბევ­რი და­ბა­ლი ბიჭი და­მახ­ვედ­რეს, ოღონდ ყა­რა­მა­ნის რო­ლის­თვის ყვე­ლას მა­ინც გოგი ქავ­თა­რა­ძემ აჯო­ბა. პა­ვი­ლი­ონ­ში გრი­მის გა­რე­შე გა­მა­ტარ-გა­მო­მა­ტა­რეს, რა­ღა­ცე­ბი მო­მა­ყო­ლეს, მერე ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ: “კან­დე­ლა­კი ხო­ჩუო“ (კან­დე­ლა­კი მინ­დაო), ბრძა­ნა და მა­შინ­ვე და­მამ­ტკი­ცა როლ­ზე. სხვა­თა შო­რის, ისე ბუ­ნებ­რი­ვად ვი­თა­მა­შე, ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ რო­ლიც კი გა­მახ­მო­ვა­ნე­ბი­ნა.

წარ­მო­გიდ­გე­ნია, რას მო­ვეს­წა­რი, ვის­თან მოვ­ხვდი? – ჩი­ტო­ლია ჩხე­ი­ძის, კოტე და­უშ­ვი­ლი­სა და იპო­ლი­ტე ხვი­ჩიას გვერ­დით ვი­ყა­ვით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რომ იტყვი­ან, ქუ­ჩი­დან აგ­ვიყ­ვა­ნა ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ. თვი­თონ მა­მა­სა­ვით გვედ­გა თავ­ზე. ძა­ლი­ან მკაც­რი კი იყო, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად ჩვენ­თან ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და – გვა­რი­ა­ნად ვცელ­ქობ­დით და ჩვენს მო­თოკ­ვას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და. მე, გია ფე­რა­ძე, მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, დათო აგი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, დაგ­ვა­მე­გობ­რა ამ ფილმმა… იმ ფილ­მის მო­ნა­წი­ლე და შე­მოქ­მე­დი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა! გან­სა­კუთ­რე­ბით გული მტკი­ვა, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ან ცო­ტა­თი უფ­რო­სე­ბი რომ გა­მოგ­ვაკ­ლდნენ – ცი­ცი­ნოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ოსი­კო – გია ფე­რა­ძე, ბონ­დო – ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, და­თოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი – დათო აგი­აშ­ვი­ლი, ჩემი “შეყ­ვა­რე­ბუ­ლი“ გოგი ქავ­თა­რა­ძე“…

მერე იქვე ღი­მი­ლით და­ა­ყო­ლა, ახლა არ მი­თხრა, შენი ჯე­რი­აო… თუმ­ცა ფილ­მი­დან ცო­ცხა­ლია გია ფე­რა­ძის გმი­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეთე­რი ბაქ­რა­ძე (ფილმში მა­რი­კა ჰქვია), მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის დედა“.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ღუ­ღუ­ნის ჩა­ვე­კი­თხე, – გოგი ქავ­თა­რა­ძე გუ­ლის­წო­რად მოგ­წონ­და-მეთ­ქი? და ღი­მი­ლით მი­თხრა, – გოგი ჩვენ­ზე უფ­რო­სი იყო და ძა­ლი­ან ვერც ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბო­დით. გუ­ლისს­წო­რად კი, რა მო­გახ­სე­ნო? არც იმას მოვ­წონ­დი და არც მე მომ­წონ­და, ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვი­თო.

ტკბი­ლად იხ­სე­ნებ­და ჭი­ა­თუ­რას და ჭი­ა­თურ­ლებს: უტ­კბი­ლეს მო­გო­ნე­ბად დამ­რჩნენ იქა­უ­რე­ბი.

“წარ­მო­იდ­გი­ნე, ამ­დე­ნი სა­ბა­გი­რო არ­სად მე­ნა­ხა. ხუთ­კა­პი­კი­ა­ნით მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­სე­ირ­ნობ­დით ერთი მთი­დან მე­ო­რე მთა­ზე… სხვა­თა შო­რის, “გან­გა­ში“ ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბის­თვი­საც უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მია. მისი გა­და­ღე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ ბოსტნე­უ­ლის სა­ყიდ­ლად გა­ვე­დი პე­კინ­ზე. ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი რა­ღა­ცას მი­წო­ნი­და და თან მაკ­ვირ­დე­ბო­და. უცებ იმე­რუ­ლი კი­ლო­თი მკი­თხა: ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ შემ­თხვე­ვით “გან­გაშ­ში“ რომ ფო­თო­ლა იყო, ის ხომ არ ხარ­თო? ძა­ლი­ან კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ვი­ეჭ­ვე, ნაღ­დად ვი­ღაც ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა უთხრა, ჩემი გა­თა­მა­შე­ბა უნ­და­თო. მა­ინც და­ვუ­დას­ტუ­რე, მე ვარ-მეთ­ქი. ათი წლის ვი­ყა­ვი მა­შინ, დე­დას მოვ­ყავ­დი ხოლ­მე გა­და­ღე­ბა­ზე, თქვე­ნი ხმა და­მა­მახ­სოვ­რდა და ახლა რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, სწო­რედ ხმით გი­ცა­ნი­თო, – მი­თხრა იმ მა­მა­კაც­მა“.

ღუ­ღუ­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე ყო­ველ­თვის ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­და, სა­მა­გი­ე­როდ თა­ვის კინო მე­გობ­რებს იხ­სე­ნებ­და თბი­ლად. ულა­მა­ზე­სი და უსიმ­პა­თი­უ­რე­სი დათო აგი­აშ­ვი­ლი ახალი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მას­ზე რომ მი­ამ­ბო:

“ძა­ლი­ან მი­ჭირს მისი წარ­სულ დრო­ში გახ­სე­ნე­ბა… სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. იმ­ხა­ნად “პლე­ხა­ნოვ­ზე“ ვცხოვ­რობ­დი და ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხოლ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და­თოს­თან მის­ვლაც. მა­შინ ბა­ტო­ნი ნიკა (და­თოს მამა, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ნიკა აგი­აშ­ვი­ლი) ცო­ცხა­ლი იყო და მას­თან და დე­ი­და ქე­თოს­თან (და­თოს დედა) სა­უ­ბა­რი ერთ რა­მედ ღირ­და. ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა დე­ი­და ქეთო, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რომ მო­ეს­წრო. დათო ჩვენ­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი, დინ­ჯი და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ბა­ტო­ნი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლიც კი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და და­თოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. არა­და, ასე ახალ­გაზ­რდა ბიჭს რო­გო­რი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და რა გა­რეგ­ნო­ბის იყო! დედა, ნე­ტავ იცო­დე, რამ­დენ გო­გოს უყ­ვარ­და! მის ქა­ლიშ­ვილს, მა­ი­კოს კარ­გად ვიც­ნობ, გა­რეგ­ნო­ბით მა­მა­მი­სის ას­ლია. ვა­ჟებს კი, ნი­კა­სა და გი­ორ­გის არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ – ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­დნენ და ახ­ლაც ლოს-ან­ჟე­ლეს­ში ცხოვ­რო­ბენ. ტე­ლე­ეკ­რან­ზე მი­ნა­ხავს და ორი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბი­საა. ნიკა კი­ნო­რე­ჟი­სო­რია, გი­ორ­გი, იგი­ვე ჯორჯ ფინი – კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი. დათო ჩა­მო­სუ­ლი იყო ამე­რი­კი­დან და შინ მეს­ტუმ­რა, – ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეო. წლე­ბის უნა­ხა­ვი გვყავ­და ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი იყო. იმ­დე­ნი რამ და ვინ­მე გა­ვიხ­სე­ნეთ… დამ­პირ­და, მო­მა­ვალ წელ­საც ჩა­მო­ვალ და ჩემს ვა­ჟებს გა­გაც­ნო­ბო, თან ხუმ­რო­ბით და­ა­ყო­ლა: ნი­კას­თან ჩა­გი­წყობ, ეგებ ამ სი­ბე­რე­ში ფილმშიც გა­და­გი­ღო­სო. ნე­ტავ, ერთი სა­მახ­სოვ­რო ფოტო მა­ინც გა­დაგ­ვე­ღო ერ­თად, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე თუ მოხ­დე­ბო­დაო…”

მერე გია ფე­რა­ძეც გა­იხ­სე­ნა, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დიო და ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი­დან ამ­ბა­ვიც მო­ა­ყო­ლა:

,,მახ­სოვს, ფილ­მის გამ­ნა­თე­ბე­ლი თბი­ლი­სე­ლი რუ­სის ბიჭი ლი­ო­ნია გია ფე­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი ბიჭი იყო. ერთხე­ლაც გი­ა­ზე გაბ­რაზ­და და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყველ­გან და­ე­ძებ­და. არა­და, გია სა­ოც­რად მშვი­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი და უკონ­ფლიქ­ტო იყო და პი­რი­ქით – ყვე­ლა მო­ჩხუ­ბარს არი­გებ­და ხოლ­მე. ლი­ო­ნი­ას ამ­ბავ­მა გიაც გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა და გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად ჭი­ა­თუ­რის ქუ­ჩებ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა მთხო­ვა. ხან ფე­ხით ვი­ა­რეთ, ხან სა­ბა­გი­რო­ე­ბით ვი­კა­ტა­ვეთ და შე­მოგ­ვა­ღამ­და კი­დეც. სას­ტუმ­როს­კენ რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგს მივ­ყვე­ბო­დით, უცებ ბუჩ­ქე­ბი­დან მთვა­რის შუქ­ზე ალაპ­ლა­პე­ბუ­ლი და­ნით ვი­ღაც რომ გად­მოგ­ვიხ­ტა. ში­შის­გან გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, და­ფე­თე­ბუ­ლი მოვტრი­ალ­დი სი­ტყვე­ბით, – გია, რაღა ვქნათ-მეთ­ქი და… სა­დაა გია? სიბ­ნე­ლე­ში ძლივს გა­ვარ­ჩიე – თავ­ში ირტყამ­და ფე­ხებს, ისე გარ­ბო­და, მე კი და­ნი­ან კაცს შე­მა­ტო­ვა (ენაც­ვა­ლოს გიას ჩემი თავი… რომ იცო­დე, რო­გორ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე…). ჩემი შემ­ში­ნე­ბე­ლი კი ჩვე­ნი გამ­ნა­თე­ბე­ლი ლი­ო­ნია აღ­მოჩ­ნდა. იმ წუ­თას ვერ ვუც­ნი­ვარ და იცო­ცხლე, მერე კი მი­ხა­და ბო­დი­შე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, გიამ იცნო და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ლი­ო­ნია და იმი­ტო­მაც გა­ქუს­ლა. გა­დავ­ხვიე ლი­ო­ნი­ას ხელი და სას­ტუმ­რომ­დე მის დამ­შვი­დე­ბას მო­ვუნ­დი. მერე ჩი­ტო­ლი­ამ გა­იყ­ვა­ნა, ეფე­რა და ძლივს და­წყნარ­და. მე კი დავ­ბრუნ­დი ჩემს ოთახ­ში, სა­დაც ეთერ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი და რას ვხე­დავ: ჩემს სა­წოლ­ზე, ბა­ლი­შის ქვეშ ისე იყო დახ­ვე­ულ-მოკ­რუნ­ჩხუ­ლი გია, მეც ძლივს შევ­ნიშ­ნე და ლი­ო­ნია რას იპო­ვი­დაო! მე­ო­რე დღეს, რა თქმა უნდა, შე­ვა­რი­გეთ. ერთხელ კი მეც გა­მაბ­რა­ზა და ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ვუ­რიგ­დე­ბო­დი. სას­ტუმ­როს გვერ­დით შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი ამო­ე­თხა­რათ, დიდი ხანი გა­სუ­ლი­ყო და იქა­უ­რო­ბა უბინ­ძუ­რეს, ბა­ყა­ყე­ბით სავ­სე ჭა­ო­ბად იყო ქცე­უ­ლი. სა­ძირ­კველს გვერ­დე­ბი თი­ხის ჰქონ­და. გიამ მი­თხრა: უნდა შე­გი­რიგ­დე და ჩა­მო­დი, ნა­ვით გა­გა­სე­ირ­ნე­ბო – რა­ღაც ხის კარი ეგდო ჭა­ობ­ში, ტივს წა­ა­გავ­და, დიდი ჯო­ხით ხელ­ში ზედ დამ­დგა­რი­ყო და ჭა­ობ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. მეც ხომ მეტი ჭკუა არ მქონ­და და ჩავ­ხტი. ძა­ლი­ან კი ვცა­დეთ წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გია აქეთ-იქით დახ­ტო­და, მაგ­რამ “ტივი“ მა­ინც ამოყი­რავ­და და თავ­ზეც დაგ­ვე­ხუ­რა. ასე ვი­ყურ­ყუ­მე­ლა­ვეთ სი­ბინ­ძუ­რე­ში. შემ­თხვე­ვით ჭა­ობ­თან ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი აღ­მოჩ­ნდა და მყის­ვე ფირ­ზე აღ­ბეჭ­და ჩვე­ნი ამოს­ვლის მო­მენ­ტი. გია ამ­ბობ­და, ღუ­ღუ­ნის რომ შევ­ხე­დე, პი­რი­დან ბა­ყა­ყე­ბი უხ­ტე­ბოდ­ნე­ნო. ასე “გა­და­სა­რე­ვად“ შე­მი­რი­გაო“.

მერე ფილ­მის უფ­რო­სი თა­ო­ბაც გა­იხ­სე­ნა:

“და­უ­ვი­წყა­რი იყო იპო­ლი­ტე ხვი­ჩია. გა­და­ღე­ბა­ზე ცოლ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი იყო და ისე გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ვი­სი ეკ­რა­ნუ­ლი გმი­რე­ბის­გან, რომ ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით. ეგაა, რომ ქე­ი­ფი და სმა უყ­ვარ­და და სიმ­თვრა­ლის გამო ცოლი სულ ეჩხუ­ბე­ბო­და: იპო­ლი­ტე, შენ მო­უკ­ვდი დე­და­შენს! იპო­ლი­ტე, შენი კუბო ვნა­ხეო! ერთხე­ლაც ამ “საყ­ვა­რე­ლი“ წყევ­ლის დროს ჩა­ვუ­ა­რე მათ კარს და გა­ვი­გო­ნე იპო­ლი­ტეს რეპ­ლი­კა: ქალო, რას შემ­ჭა­მე? და­იდ­გი ცა­რი­ე­ლი კუბო და უყუ­რე, მე მა­ინც არ ჩავ­წვე­ბი შიგო! ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო კოტე და­უშ­ვი­ლი… სე­რი­ო­ზუ­ლი და ეკ­რან­ზე ტი­რი­ლის დი­დოს­ტა­ტი – რა წუთ­შიც ეტყო­დი, ბა­ტო­ნო კოტე, იტი­რეო, იმ წუთ­ში ტი­რო­და. აი, ჩი­ტო­ლია კი სიმ­ღე­რის დი­დოს­ტა­ტი გახ­ლდათ – გი­ტა­რას ხე­ლი­დან არ აგ­დებ­და და გვატ­კბობ­და. თვი­თონ ფილმშიც ხომ უტ­კბე­სი სიმ­ღე­რე­ბია! მგო­ნი, ყვე­ლა თა­ო­ბამ იცის. ამას წი­ნათ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბით “მოდი ჩემ­თან, სა­ნამ დროა“ მო­ვის­მი­ნე და ასე მე­გო­ნა, ისევ ფილმში ვი­ყა­ვი, ბონ­დოს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ძა­რა­ზე. მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფილ­მი გა­მო­ვი­და და სუ­ლაც არ იყო “კომ­კავ­ში­რუ­ლიო“.

თა­ვის დრო­ზე ხა­ლი­სი­ან­მა, ხმა­უ­რი­ან­მა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ღუ­ღუ­ნიმ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით თით­ქოს კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ის­ტო­რი­ა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს – ღუ­ღუ­ნიმ ამ­ჯე­რა­დაც მო­ა­ხერ­ხა და იმ­ქვეყ­ნად, მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ოღონდ… ამ­ჯე­რად თა­ვა­დაც შე­უ­ერ­თდა მათ დასს!

P.S.

ღუ­ღუ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი კო­მენ­ტა­რი გაჩ­ნდა მის “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე”, მათ შო­რის პირ­ვე­ლი­ვე სწო­რედ იმ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის, ვინც ღუ­ღუ­ნი გა­მაც­ნო – ჩემს მე­გო­ბარს და ღუ­ღუ­ნის მე­გო­ბარს – მუ­სი­კოსს, მომ­ღე­რალს, პე­და­გოგს სი­ო­ნელ ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვილს, ამი­ტომ მეც სწო­რედ მისი სი­ტყვე­ბით გა­მო­ვე­თხო­ვე­ბი ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლაკს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მის ოჯახს კი ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ვიცი, რომ იგი ყვე­ლას ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა.

“სულ ცოტა ხნის წინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს – 24 თე­ბერ­ვა­ლი მე, 25 – შენ… ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ი­თა და ხა­ლი­სი­ა­ნი ხმით ვი­სა­უბ­რეთ…

მუ­დამ სი­ონ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი იყო… სულ მო­მე­ნატ­რე­ბი­თო…ჩა­მო­ვალ დარ­ჩე­ნი­თო… და­სარ­ჩე­ნი კი მთელ სი­ონ­ში ჰქონ­და…

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი – სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის შვი­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მხატ­ვრის მე­უღ­ლე, ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი, წლე­ბის მე­გო­ბა­რი … ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად – ყვე­ლას მე­გო­ბა­რი…

ის ჩემ­თვის უბ­ნის “ტო­რო­ლა“ იყო, დი­ლის 6 სა­ა­თი­დან მისი ხა­ლი­სი­ა­ნი ფუს­ფუ­სი და გა­და­ძა­ხი­ლი ის­მო­და უბან­ში… ყვე­ლა სი­ო­ნე­ლის ოჯა­ხის წევ­რი იყო, ენერ­გი­უ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ყვე­ლას მომ­კი­თხა­ვი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ღი­მი­ლი­ა­ნი, “მა­რა­დი­უ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი“ , ჩვე­ნი ღუღუ, რო­მე­ლიც, თურ­მე, აღარ გვყავს ამ დი­ლი­დან… რამ­დე­ნი მო­სა­გო­ნა­რი დამ­რჩა მე­გო­ბა­რო, რამ­დე­ნი სა­მახ­სოვ­რო ნივ­თი შენ­გან, რამ­დე­ნი სი­ტყვა მხო­ლოდ ჩვენ ორს შო­რის ნათ­ქვა­მი და რამ­დე­ნი დარ­დი და ტკი­ვი­ლი გა­ი­ყო­ლე მხო­ლოდ შენს გულ­ში…

ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბი სი­ონს, დაგ­ვაკ­ლდე­ბი უბანს, სა­მე­ზობ­ლოს…

წარ­მო­უდ­გე­ნელს ვწერ ახლა, რად­გან, შენს სიკ­ვდილს ვერ გა­ვი­აზ­რებ კი­დევ დიდ­ხანს, რო­გორც ამ წუ­თებ­ში…

სიმ­შვი­დე და სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა, ჩემო ღუღუ, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბი“…

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post

დენი 7 საათით გაითიშება! – შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

Next Post
ხვალ დენი 7 საათით გაითიშება, ზოგ მისამართზე კი დღეს, ღამის პირველი საათიდან არ იქნება

დენი 7 საათით გაითიშება! - შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In