ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ მოზარდი გზაში გარდაიცვალა.
შინგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო : პრაიმტაიმი