• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 27, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმა პატიმრობით იცვლება! – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

by inew
20 March 2025
in საზოგადოება
0
ჯარიმა პატიმრობით იცვლება! – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.60 დღეში შემდეგი ადმინისტრაციული სანქციები შედის ძალაში: -სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის შემთხვევები:
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლში ეთანოლის შემცველობის მიხედვით, პირველ ჯერზე:
არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილე – 6 თვით შეჩერება.0,7 პრომილეზე მეტი – 1 წლით შეჩერება.სიმთვრალის დადგენისთვის თავის არიდება – 1 წლით შეჩერება.
განმეორებით შემთხვევაში, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად 700 ლარიანი ჯარიმისა და მართვის უფლების შეჩერების 1 წლით გაზრდისა.
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც:
მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
განმეორება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
როდესაც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
განმეორება- გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, რასაც თან მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს – მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ნაცვლად მხოლოდ მართვის უფლების 3 წლით შეჩერებისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, ნაცვლად მხოლოდ 3 წლით შეჩერების და 1000 ლარიანი ჯარიმისა.
ზემოაღნიშნული ქმდებების განმეორებით ჩადენა:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმისა და 15 დღემდე პატიმრობისა.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლება:მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ მიეცემა იმ პირს რომელსაც განმეორებით აქვს სახდელი დადებული სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.მოპედთან დაკავშირებული სამართალდაღვევები:მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები და სულ რამდენი დასვენების დღეა დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე?

Next Post

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Next Post
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.