• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 26, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა დავა წააგო ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში და რა რაოდენობის კომპენსაცია დაეკისრა ტელეკომპანია იმედის მფლობელს?

by inew
27 March 2025
in საზოგადოება
0
რა დავა წააგო ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში და რა რაოდენობის კომპენსაცია დაეკისრა ტელეკომპანია იმედის მფლობელს?
0
SHARES
268
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2025 წლის 19 მარტს ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომელიც მას და მის ბიზნესპარტნიორებს – ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდას აკისრებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წელსაც.

ირაკლი რუხაძის სარჩელს ინგლისის უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, 113-გვერდიანი განაჩენის თანახმად, შვიდივე მოსამართლემ რუხაძის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. იქამდე სანამ საბოლოო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი კომპენსაციის Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ გადაცემა შეჩერებული იყო.

მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით უკვე 170 მილიონ დოლარს აღემატება. საქმეზე 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს კომერციული შეთქმულება, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მოგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს.

როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ბენჟამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ.

სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით დაასრულეს. ამასთან, წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო ლიბერთი ბანკის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტია აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits). 2022 წლის 25 ივლისს სასამართლომ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 170 მილიონ დოლარზე მეტ თანხად შეფასდა, რასაც დროთა განმავლობაში პროცენტიც ემატება, ასევე მოპასუხე მხარისთვის იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაც.

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – ლიბერთი ბანკი, ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰოლდინგი ასევე ფლობს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 50.5%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში ჰანიველ ცემენტში (ყოფილი ჰაიდელბერგცემენტი), სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. ირაკლი რუხაძე მის ბიზნესპარტნიორებთან ერთად ასევე ინარჩუნებს მინორიტარულ 10%-იან წილს საქართველოს უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე

Next Post

დღეს, პირველი საათიდან, დენი გაითიშება! – შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

Next Post
დღეს, პირველი საათიდან, დენი გაითიშება! – შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

დღეს, პირველი საათიდან, დენი გაითიშება! - შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.