• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, May 8, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფროსი იყო სიგიჟემდე შემიყვარდა.. წლების შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს მარტო ვიყავი და მისი ძმაკაცი მომვარდა… არვიცი როგორ მოვიქცე ან რა გავაკეთო..

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
ჩემი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფროსი იყო სიგიჟემდე შემიყვარდა.. წლების შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს მარტო ვიყავი და მისი ძმაკაცი მომვარდა… არვიცი როგორ მოვიქცე ან რა გავაკეთო..
0
SHARES
9.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია, ის უზომოდ მიყვარს. სკოლაში დავდიოდი, რომ  გავიცანი. პატარა გოგო მაშინვე მომხიბლა მისმა ვაჟკაცობამ და სიგიჟემდე  შემიყვარდა.

სკოლა რომ დავამთავრე, თავს უფლება მივეცი, მის მიმართ სიმპათიები  გამომემჟღავნებინა. აირიდა ჩემი ყურადღება. მიმანიშნა, რომ მასზე პატარა  ვიყავი და ჩემთან ურთიერთობას არ აპირებდა.

ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს და ყველას მას ვუძღვნიდი. თავს ვერ ვიკავებდი,  გრძნობებს ვერ ვმალავდი და მას ყველაფერს ვაკითხებდი. ჩემს სიყვარულს  არავისთან ვმალავდი, ოჯახშიც იცოდნენ, რომ მიყვარდა.

მამა მეუბნებოდა, თავს მოვაჭრი, ერთი სიტყვა რომ გითხრას და სხვანაირად  შემოგხედოსო. ჩემს სიყვარულს კი გატაცებად მიიჩნევდნენ, რომელიც დროსთან  ერთად გადამივლიდა და დამავიწყდებოდა. ამიტომაც არ ჰქონდათ მძაფრი  რეაქციები, ღიმილით მისმენდნენ და ელოდებოდნენ იმ დღეს, როცა სხვა  შემიყვარდებოდა.

მშობლები იმიტომ მიგებდნენ, რომ ორივენი სკოლაში მუშაობდნენ, ფილოლოგები იყვნენ.  ლექსებს მამაც წერდა, ამიტომ ჩემი ძალიან კარგად ესმოდა. ხშირად  მეხუმრებოდა, იმიტომ არ ვეწინააღმდეგები შენს აკვიატებას, რომ ასეთ კარგ  ლექსებს გაწერინებსო.

ჩემი სიყვარული ბოლოს მის გულშიც შევიდა, ყურადღება მომაქცია. ახლა მეცინება  ჩემს საქციელზე, მაგრამ მაშინ ვცდილობდი, დიდი გოგოს შეხედულება მქონოდა.

ისეთ ვარცხნილობას ვიკეთებდი და ისე ვიცვამდი, დიდს რომ დავმსგავსებოდი.  სინამდვილეში კი ის სწორედ ჩემმა ბავშვურმა საქციელმა, მიამიტობამ მოხიბლა.

პირველ კურსს ვხურავდი, როცა უნივერსიტეტში მანქანით მომაკითხა, მთხოვა,  გავისეირნოთ, შენთან სალაპარაკო მაქვსო.

ახლაც არ მახსოვს, იმ დღეს რა  მითხრა, მაგრამ მახსოვს, როგორ ვერ ვიმორჩილებდი ხელებს, ფეხებს, მთელი  სხეული მითრთოდა. მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი, ყურში კი ხმები  გუგუნად ჩამესმოდა.

მეორე დღესაც შემხვდა. მაშინ შედარებით მშვიდად ვიყავი, უკვე ვარჩევდი სიტყვებს, წინადადებებს, ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. მიხსნიდა, რომ ასაკობრივი  სხვაობა ჩვენ შორის ბევრ წინააღმდეგობას ქმნიდა. მომწონხარ, მაგრამ ჯერ  კიდევ ბავშვი ხარ, არ მინდა, მერე აზრი შეიცვალო და გამომიცხადო, აღარ  მიყვარხარო.

საქმე ის იყო, რომ მას ცოლი ჰყავდა, რომელმაც მიატოვა და ბავშვიც დაუტოვა  გასაზრდელად. ის ქალი შვილს არც აკითხავდა, სხვა ოჯახი შექმნა და იქ იყო  ბედნიერი.

მე კი ჩემს საყვარელ მამაკაცში ისიც მხიბლავდა და მიზიდავდა, რომ საოცარი მამა იყო. მზად ვიყავი, მისი შვილისთვის დედობა გამეწია,  შემეყვარებინა, მოკლედ, ყველაფერი გამეღო მისთვის.

მასაც შევუყვარდი, უჩემოდ ვეღარ ძლებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ შორს  ეჭირა თავი. ერთ დღეს კი მამაჩემთან მოვიდა სალაპარაკოდ.

მერე გავიგე,  რაზეც ილაპარაკეს. თურმე უთხრა, თქვენი შვილი შემიყვარდა, მაგრამ მისთვის  არ მითქვამს, თუ ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ხართ, შორს, რუსეთში  გადავიკარგები, რომ როგორმე მეც დავივიწყო და თქვენს შვილსაც აღარ  გავახსენდეო.

მამამ უთხრა, თქვენ შორის ვერ ჩავდგები და წინააღმდეგობასაც ვერ გაგიწევთო.  მოკლედ, ჩვენს სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგა და შევუღლდით. სამი შვილი  გვყავს, აქედან ორი მე გავუჩინე და უბედნიერესები ვართ.

ჩემთვის პირველ  ადგილზე ისევ ჩემი ქმარია. არ ვაზვიადებ, ჯერ ის არის, მისი ინტერესები და  მერე – შვილების.

ამ ყველაფერს არც მოვყვებოდი, ერთი რამის დაწერას რომ არ ვაპირებდე. ამხელა  შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კარგად მიხვდეთ, ახლა რა მდგომარეობაში  ვარ.

რამდენიმე კვირის წინ ქმრის ძმაკაცი მოვიდა ჩვენთან. სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ  ჩვეულებრივად შემოვუშვი. ჩემს ქმარს ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ ძმებივით  ვუყურებ. ეს კაცი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა და სულ რაღაც 4 წელია, რაც მათ დაუმეგობრდა.

ბიზნესები გააერთიანეს და საქმიანი პარტნიორები უფრო  არიან, ვიდრე მეგობრები, თუმცა ჩვენთან ხშირად მოდის, მთელ ოჯახთან  ახლობლობს.

იმ დღეს ცოტა ნასვამი იყო. მე ყავა, კონიაკი მივართვი, ტკბილეული და ხილიც  დავუდე და ჩემი საქმე გავაგრძელე, თან შვილს ველაპარაკებოდი, მაღაზიებში  საყიდლებზე იყო, იქიდან რჩევას მეკითხებოდა, ტანსაცმლის ფოტოებს მიგზავნიდა და ამით ვიყავი დაკავებული.

ბავშვთან საუბარი დავასრულე თუ არა, ეს კაცი მომვარდა და ჩემი კოცნა დააპირა.  ვუყვირე, ამას როგორ კადრულობ, ჩემი სახლიდან ახლავე წადი-მეთქი. ყვირილზე  კიდევ უფრო გაცოფდა, ხელი გამიკავა, მეუბნებოდა, ბებერ ქმართან ცხოვრობ,  ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო.

არ ვიცი, იმხელა ძალა როგორ აღმომაჩნდა, რომ მოვიგერიე. აბაზანაში შევვარდი  და კარი გადავკეტე. მადლობა ღმერთს, ტელეფონიც მქონდა, ბავშვს რომ  ველაპარაკებოდი, წესიერად არც მქონდა გათიშული, რომ ის მხეცი მომვარდა,  ამიტომ მობილური ხელში შემრჩა. იქიდან დავემუქრე, პოლიციაში ვრეკავ-მეთქი.  შეეშინდა და სახლიდან გავარდა.

არაკაცი, არაადამიანი! ჩემი ქმარი დღემდე თბილად ესაუბრება, ხშირად ახსენებს ხოლმე. ჩვენთან მას შემდეგ აღარ მოსულა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. არ მინდა, ჩემს ქმარს ამ არაკაცთან ჰქონდეს ურთიერთობა, ადამიანთან, რომელმაც ჩემი დიდი  სიყვარულის შებღალვა სცადა.

ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი რომ გაიგოს, არ აცოცხლებს, მოკლავს. იმ არაკაცის  გამო კი ქმარი რატომ გავაბოროტო? ჩვენმა უფროსმა შვილმა, ჩვენმა ბიჭმა, რომ გაიგოს, არც ის აპატიებს. მას დედასავით ვუყვარვარ, ჩემს მზეს ფიცულობს და იმ მოძალადეს თავს მოაჭრის.

მხოლოდ ამის გამო ვაფარებ ხელს, მხოლოდ ამის  გამო ვითმენ, რომ თვალები არ ამოვკორტნო!

მოვახერხებ, რომ ეს წერილი ხელში ჩაუვარდეს. დიახ, ეს მუქარაა, ჩემი ხელით ამოვკორტნი  თვალებს, ახლოს რომ მომეკაროს! ვურჩევ, ჩემს ქმარსაც ჩამოშორდეს.

და კიდევ ერთს ვეტყვი – სიყვარული წლებით და ასაკით არ იზომება. თუ ნამდვილად გიყვარს, ეს სამუდამოა. უფალს ვევედრები, ჩემი ქმრის სიყვარულის გარეშე  წამი არ მაცხოვროს. თუ ეს საოცრება ოდესმე უნდა დამთავრდეს, ჯობია, ახლავე  მოვკვდე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„სოფლელი ვარ და ვამაყობ ამით.. ცხოვრებაში ძროხაც მომიწველია და რა მერე? ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს..“

Next Post

14 წლიანი ცოლ-ქმრობის დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები – ის რაც თამუნა ლეკვეიშვილზე აქამდე არ იცოდით

Next Post
14 წლიანი ცოლ-ქმრობის დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები – ის რაც თამუნა ლეკვეიშვილზე აქამდე არ იცოდით

14 წლიანი ცოლ-ქმრობის დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ის რაც თამუნა ლეკვეიშვილზე აქამდე არ იცოდით

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
TOP.GE
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In