რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ “არქტიკაში რუსეთის გლობალურ ლიდერობა გააძლიერებს”. მისივე თქმით, რეგიონში “გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება”.
ამის მაგალითად კი მან მოიყვანა დონალდ ტრამპის იდეა გრენლანდიის შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პუტინს არ გაუკრიტიკებია ტრამპი.
“მოკლედ, ამერიკის გეგმები გრენლანდიასთან დაკავშირებით სერიოზულია. ამ გეგმებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ცხადია, რომ აშშ სისტემატურად გააგრძელებს თავისი გეო-სტრატეგიული, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარებას არქტიკაში.
რაც შეეხება გრენლანდიას, ეს არის ორი კონკრეტული ქვეყნის საქმეა და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – აღნიშნა პუტინმა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე უდიდეს ქალაქში, მურმანსკში ვიზიტისას.