• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 21, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე თავდასხმას ამზადებდა? – რა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გახდა ცნობილი

by inew
30 March 2025
in საზოგადოება
0
მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე თავდასხმას ამზადებდა? – რა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გახდა ცნობილი
0
SHARES
738
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური “კურიერი P.S.-თან” ჰყვება, რომ მისი დედამთილი, მანანა არჩვაძის დაკვეთით და წაქეზებით, მამაკაცი სახელად დავით ერაძე მასზე ფიზიკურ თავდასხმას ამზადებდა.

,,დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო”;

“სროკზე გამიშვან, მეც ეგ მინდა”,

“შენ რაც დაგემართება, მტერს არ ვუსურვებ”,

“ჩემ გადაკიდებას 8-მეტრიანი გიურზას გადაკიდება გერჩივნა”- ამ შინაარსის მუქარებს იღებდა ანა ჯაბაური მამაკაცისგან.

დავით ერაძე სამართალდამცველებმა ადევნების ბრალდებით დააკავეს. ის ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია.

კურიერი ps-ის ცნობით, ის პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძის გარემოცვის წევრი აღმოჩნდა.

სწორედ მანანა არჩვაძის საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პირველი ლედის ახლო გარემოცვის წევრი ანა ჯაბაურს შუბლის გახვრეტით ემუქრება.

იმას, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ საფრთხე რეალური იყო, მოწმეების გარდა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მანანა არჩვაძის გარემოცვის მხრიდან ანა ჯაბაური რეალური საშიშროების წინაშე იდგა.

მანანა არჩვაძის აგრესიული მხარდამჭერების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს ზვიად გამსახურდიას ვაჟიც. კონსტანტინე გამსახურდია “კურიერი P.S.-თან” არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პირველი ლედი საკუთარი გარემოცვის წევრებს დანაშაულებრივ დავალებებს აძლევს. ეჭვებს ამყარებს ანა ჯაბაურის მიმართ ადევნება და სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. გამსახურდიას ვაჟი მანანა არჩვაძის მხარდამჭერებს სექტის წევრებად მოიხსენიებს, რომლებიც მზად არიან, ლიდერის ნებისმიერი დავალება შეასრულონ.

“კურიერი P.S.” შეეცადა მანანა არჩვაძესთან დაკავშირებას. ზვიად გამსახურდიას მეუღლემ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კამერის წინ საუბრისგან თავი შეიკავა მისმა დამ, ლელე არჩვაძემაც, თუმცა ანა ჯაბაურის მიმართ აგრესია ვერც მან დამალა.

ანა ჯაბაურის მიმართ ადევნებასა და მუქარაში მხილებული დავით ერაძე უკვე ორწლიან პატიმრობას იხდის. ეს მისთვის მეხუთე განაჩენია. 55 წლის მამაკაცი, ნარკოტიკების რეალიზაციისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის, წარსულში ოთხჯერ არის გასამართლებული. რა მოტივით მოქმედებდა ამჯერად დამნაშავე? ამ კითხვით საქმის პროკურორს მივმართეთ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დავით ერაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით დევნიდა.

დავით ერაძე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ანა ჯაბაური ამბობს, რომ ამჟამად თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს მოუწოდებს, რომ დევნის, ძალადობისა და შევიწროების შესახებ დაუფარავად ისაუბრონ.

ანა ჯაბაური, მე-6 წელია, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მეურვეა. პირველი პრეზიდენტის ვაჟი, 2019 წლის დეკემბერში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრეს. უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, ის ამჟამად წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანანა არჩვაძეს შვილის მონახულება და სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა ეკრძალება.

წყარო: რუსთავი 2

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი

Next Post

რა საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს დუბაის შოკოლადში და რა შემთხვევაში უქმნის ბოლო დროის ყველაზე ტრენდული შოკოლადი საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას?

Next Post
რა საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს დუბაის შოკოლადში და რა შემთხვევაში უქმნის ბოლო დროის ყველაზე ტრენდული შოკოლადი საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას?

რა საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს დუბაის შოკოლადში და რა შემთხვევაში უქმნის ბოლო დროის ყველაზე ტრენდული შოკოლადი საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.