მსახიობი მაკა შალიკაშვილი სოცქსელში წერს:
„სამ ჩანთა აკიდებული , ცალ ფეხზე ვდგავარ მეტროს ვაგონში , სანამ მივალ დიდუბემდე დიდი დროა , საკმაოდ ლამაზად ჩაცმული დედა , მოვლილიც , ზის თავის პუტკუნა , პატარა , ასე ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად , და სთხოვს ბავშვს რომ ადგეს და დამითმოს ადგილი ,
ბავშვი თითებით ყურებს იხშობს , დედა ჩერდება . და , რაც ყველაზე შემაშფოთებელია ამ ამბავში – ხელებს იჯვარედინებს და .. მშვიდდება ! ( ფრჩხილიც ფერადად მოხატულ მოვლილი აქვს მანიკიურის ხელოსანთან )
ბავშვი იწყებს თავის ასევე პუტკუჩა ფეხების ქნევას , ჩემი მიმართულებით , და ..
მირტყამს . გარშემო სხედან კიდევ , ერთო ორი ახალგაზრდა , ერთი შორტებიანი ბიჭი ძალიან მშვიდად ზის , ამ ბავშვს უყურებს და სახეზე აწერია ” დედა რა უზრდელი ხარ , შვილო , ვინა ხარო ” მერე მე მიყურებს თანაგრძნობ -თანაგანცდიანი სახით . ..
თან ცოტა მიღიმის კიდეც , იპრანჭებასავით )))
ხანდახან ლექსიცც კი არ დაწერილა ისეთი , ამის ამხატავი , ისეთი გრძნობა დაგეუფლება კაცს , ქალს ამის შემხედვარე ..
ახლა უკვე მინივენში ვზივარ და ბათუმში მივდივარ ხვალ , ბატონ ვახტანგ ღლონტთან შეხვედრაა. ბევრ რამეზე ვისაუბრებთ .. ლექსსაც ვიტყვი..
დავდარდიანდი . ამ დილანდელმა მეტროს ამბავმა დამაფიქრა.. გთხოვთ გაზარდეთ რა შვილები დედებო გაზარდეთ მარტო კიარა , აღზარდეთ
რა დააშავეს პატარებმა ღმერთო შენ გვიშველე ..“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..