• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 29, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში…“ – რესტორანში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

by inew
29 April 2025
in საზოგადოება
0
„თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში…“ – რესტორანში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2005 წელს, თბილისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ახალგაზრდა კალათბურთელის აჩიკო (ბუჩო) რუხაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჩიკო რუხაძის მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე წლის წინათ, “პრაიმტაიმს” მისი მეგობარი გეგა სალუქვაძე ესაუბრა.

– მე და აჩიკო 53-ე სკოლაში ვსწავლობდით და ბავშვობიდან ვმეგობრობდით. გამორჩეული კლასი გვყავდა, დღესაც ჩემი სამეგობროს მთავარ ბირთვს სწორედ ჩემი კლასელები წარმოადგენენ.

ჩვენი მშობლებიც კი ახლობლობდნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა მოდური იყო, უმეტესობამ სწორედ ერთად ჩააბარა უნივერსიტეტში. მათ შორის აჩიკომ, ჩვენი კლასელები გამორჩეული იურისტები არიან.

გარდაცვლილ ადამიანზე მხოლოდ კარგს ამბობენ, მაგრამ აჩიკო განსაკუთრებული ადამიანი იყო, რასაც მისი საქმეებიც ადასტურებს

მიყვარდა მასთან ყოფნა, რადგან საკუთარი სიმაღლის გამო კომპლექსი მქონდა, ის კი 2.2 სმ იყო და ჩემზე მაღალი გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი სპორტული კარიერა გაგრძელდა, გეგმები ჰქონდა, თამაშობდა თავადაც და 53-ე სკოლის კალათბურთის გუნდის მწვრთნელი გახლდათ. დღემდე არ მავიწყდება 13-14 წლის ბავშვების თვალები, როდესაც აჩიკო მოკლეს.

– რამდენი წლის იყო და რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

– 22 წლის ასაკში მოკლეს. უნივერსიტეტს ვამთავრებდით და თან სკოლის დასრულების 5 წლისთავი გვქონდა. გადავწყვიტეთ ეს აღგვენიშნა რესტორანში და წავედით რესტორან “კრწანისში.

მაშინ ცოტა სხვანაირი დრო იყო, ყველა ქორწილი, ნათლობა და დაბადების დღე ჩხუბით მთავრდებოდა, მაგრამ აჩიკო არასოდეს ერეოდა ასეთ ამბებში.

ჩვენს გვერდზე თინეიჯერი გოგონას დაბადების დღე იყო, სავსე იყო მთელი რესტორანი, მე პატარა ხელის კამერა მქონდა და ყველაფერს ვიღებდი, მაგრამ მალე ჯდებოდა ის კამერები.

ბანალური მიზეზით, ვიღაცამ ვიღაცას მხარი გაკრა და ფაქტობრივად ამიტომ დაიწყო ჩხუბი. ენით აღუწერელი კოშმარი დაიწყო რესტორანში, ვინ ვის ურტყამდა არავინ იცის.

– აჩიკომ იჩხუბა?

– ზუსტი დეტალები არ ვიცი, მე როდესაც მოვდიოდი რესტორნიდან, შევთავაზე წამოსვლა, მაგრამ მითხრა გოგონებს დავაბინავებ და მე თვითონ წავალ სახლშიო. ორჯერ შევთავაზე წამოსვლა და ორივეჯერ უარი მითხრა, თუ რამე მამშვიდებს, აჩიკოზე როცა ვფიქრობ ეს დეტალია.

მაშინ მობილურები არ იყო და როდესაც სახლში შემოვედი, ქალაქის ნომერზე შემოვიდა მეგობრის დედის ზარი, რესტორანთან რაღაც მოხდა და სასწრაფოდ წადიო, როდესაც მივედი, აჩიკო უკვე არამიანცის კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, ფაქტობრივად საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა და გოგონებს ეგონათ, პატარა გადახვევას გაუკეთებდნენ და გამოუშვებდნენ, თუმცა გაგრძელდა პროცესი, მოულოდნელად ქირურგი გამოვიდა და თქვა, სასწრაფოდ სისხლი გვჭირდებაო.

მას ჰქონდა იშვიათი სისხლი, მეოთხე ჯგუფის რეზუს უარყოფითი და ვერ ვშოულობდით სისხლს, ჩვენთან ერთად იყო ორი პატრულის მანქანა და რომ ვერ ვიშოვეთ სისხლი, პატრულმა აიღო რაცია და გამოაცხადა სისხლი გვჭირდებაო, მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და გადაუსხეს სისხლი.

ოპერაციის დასრულების შემდეგ აჩიკომ 20 დღე იცოცხლა და უგონო მდგომარეობაში იყო.

სხვა დრო იყო, საშინელი პირობები იყო კლინიკაში და ვერ გადარჩა.

– დანით იყო დაჭრილი?

– კი დანით იყო დაჭრილი გულში და სისხლი გარეთ არ გადმოსდიოდა, შიგნით დაიწყო სისხლდენა. მეორე ჭრილობაც ჰქონდა და იქიდან იყო პატარა სისხლდენა, ფაქტობრივად არც ეტყობოდა პერანგს სისხლის კვალი და ვერავინ იფიქრებდა, თუ სასიკვდილოდ იყო დაჭრილი.

– როგორ გაიხსნა საქმე, რა გაირკვა?

– კამერით გვქონდა გადაღებული რა ხდებოდა რესტორანში და ვერავინ დაიმალებოდა.

მაშინ ამდენი სათვალთვალო კამერა არ იყო და მარტივი იყო თავის არიდება გამოძიებისთვის. დიდხანს ადგენდნენ რომელი მაგიდიდან დაიწყო აგრესია, ეს დეტალი დღემდე არაა ცნობილი.

ჩვენი მაგიდიდან მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს გოგონებმა, პირდაპირ დამნახავი და ოქროს მოწმე ჩვენი მხრიდან არავინ იყო, მაგრამ ჩვენებები იძლეოდა საშუალებას სურათი აღდგენილიყო.

საბოლოოდ თვითონ დამნაშავის მაგიდაზე მსხდომი გოგონების ჩვენებებით გაიხსნა საქმე წელიწადნახევარში. დამნაშავე დააკავეს და 14 წელი მიუსაჯეს. დღეს ის თავისუფალია და ერთ ქალაქში ვცხოვრობთ.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა! - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.