ჩრდილოეთ იტალიაში, ჯენოაში მოხუცმა ქალბატონმა მომვლელს 3.7 მილიონი ევრო ანდერძით დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it აცრცელებს.
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ – ამბობენ, თავად ისურვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.
ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და ჯენოაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას ოჯახში მუშაობდა.
მოხუცი 2020 წლის 9 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მან თავისი ქონების ნაწილი არასამეწარმეო, არამომგებიან ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა.
ხოლო თავისივე მომვლელს, რომელმაც მასთან ბოლო 4 წელი იმუშავა, მადლიერების ნიშნად 3.7 მილიონი ევრო უანდერძა. მოხუცი ქალბატონის, მარიზა კავანას აქტივები 25 მილიონ ევროს შეადგენდა.
“ანდერძი და მისი უკანასკნელი სურვილები მარიზა კავანამ გულდასმით დაწერა და დაახლოებით 25 მილიონი ევროს მემკვიდრეობა – ჯენოაში არსებულ საავადმყოფოებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებს უანდერძა.
პენსიონერი ედმონდა მარიზა კავანა ახალგაზრდობაში ლიტერატურას ასწავლიდა. 96 წლის 9 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, პასადორის ბანკის მენეჯერს, ჯინო ნოცეთს დაუკავშირდა, რათა უკანასკნელი სურვილი გაენდო:
“ძვირფასო, მას შემდეგ რაც აღარ ვიქნები, გთხოვ კონვერტი, რომელიც მაგიდაზე იდება წაიღოთ კომპანია XIX Century-ში.
წერილი ყველა იმ ადამიანს მოიცავს, ვისაც მადლობას ვუხდი და ვისაც ვუყვარდი.” – უთხრა ბანკის თანამშრომელს მოხუცმა მილიონერმა.
ანდერძის 2020 წლის 18 დეკემბერს გახსნეს. 13 გვერდიან ხელნაწერში ასახულია მემკვიდრეობის დანიშნულების დეტალები – მომვლელმა მიიღო 3.7 მილიონი ევრო.
ოჯახის საიუველირო ნაკეთობებისა და ულამაზესი ვილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი, ასევე ბანკში არსებული “ფულადი სახსრები”, ჯენოას ორ საავადმყოფოში გადავა.
ხუთი მილიონი ერგო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის გენერალური მენეჯერი ადრიანო ლაგოსტენა მიღებულ გრანტს “უნიკალურ კეთილშობილებას” უწოდებს. ამასთან, პროფესორმა მკაცრად მიუთითა, რომ ანდერძით მიღებული თანხა “არა ადმინისტრაციას”, არამედ “ტექნიკის შესწავლისა და შეძენისთვის” არის გამოყოფილი.
ანდერძში ასევე ამოიკითხეს ლიგურიის ჯანდაცვის სისტემის მიერ მხარდაჭერილი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის დატოვებული თანხა, როგორიცაა “ბავშვთა თირკმლის დაავადებების ფონდი” და “ნეირობლასტომთა ასოციაცია”, და სასულიერო პირები – “სან ბენედეტოს რელიგიური პროვინცია”.
ქალბატონი კავანა, რომელიც ძალიან რელიგიური იყო არისტოკრატული წარმოშობის გახლდათ.
მილიონერმა მასწავლებელმა 2019 წელს კოლეჯისგან “ღვაწლის ვარსკვლავის” აღიარების სტატუსი მიიღო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია