ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ნდობას უკავია. ხშირად უნდობლობა ადამიანს ისეთ ცხოველად აქცევს, რომ მისახვედრად სერიოზული გამოცდილება სჭირდება. მსგავსი შემთხვევები დღევანდელ ცხოვრებაში ხშირია.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ეჭვიან ქალზე, რომელიც თავის ქმარს ფაქტიურად არაფერში არ ენდობოდა, რომ არა მოულოდნელი შემთხვევა.
წყვილი 4 წელია რაც დაქორწინდა, მაგრამ ბოლო წლებში ქალს ისტერიული ეჭვიანობები დაეწყო, რის გამოც ქმარზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა. მამაკაცი უკვე ხშირად ფიქრობდა განქორწინებაზე, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ის მეუღლეს უკვე ვეღარ ცნობდა.
ქალს ქმარი დასაკუთრებული ჰყავდა. მეგობრებთან გართობას უშლიდა, ყოველთვის სურდა მასთან ერთად ყოფილიყო. სამსახურშიც ხშირად აწუხებდა, ხოლო დაშორებაზე ფიქრის სურვილიც არ ჰქონდა.
შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება სიყვარულმა გამოიწვია, მაგრამ მსგავსი ტიპის ეჭვიანობა ურთიერთობას სერიოზულ ზიანს აყენებს. წყვილის კამათი უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებდა, გარდა ამისა ყოველთვის ჩხუბის “თავი” ეჭვიანი ქალი იყო.
ქალბატონს სამსახურიდან გამომდინარე, ერთ დღეს ქალაქ გარეთ უწევდა გასვლა. მისი ეჭვები იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცის სახლში მარტოდ დატოვება არ სურდა, ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად დრო გაეყვანა მომზადების პროცესში, რათა თვითმფრინავის რეისზე დაეგვიანა.
ასეც მოხდა, ქალბატონს დააგვიანდა რეისზე და უმალვე ტაქსით გამობრუნდა სახლში. მისვლისთანავე მან შოკისმომგვრელი რამ ნახა: ქალის და მამაკაცის ფეხსაცმელები შესასავლეთან.. მოუთმენლად ავიდა საძინებელში, სადაც ქმრის მშობლებს მშვიდად ეძინათ..
მისაღებში მისი ქმარი მშვიდად ჟურნალს კითხულობდა.. როგორც იქნა ქალბატონს სინდისმა შეაწუხა, ძალიან შერცხვა საკუთარი საქციელის მაშინ, როდესაც ქმარმა უპასუხა:
“რომ არ გეეჭვიანაა, გადავწყვიტე ჩემი მშობლები დამეპატიჟებინა რამოდენიმე დღით სახლში ძვირფასო” – ამ ფაქტმა ქალის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მან ისწავლა ნდობა და მიხვდა, რომ ეჭვიანობა სინამდვილეში მათ ურთიერთობას ანადგურებდა.
თუ თქვენს გარშემო ცხოვრობენ ასეთი წყვილები, აუცილებლად გაუზიარეთ, რათა ნდობის ფასი და ნამდვილი სიყვარული ისწავლონ! სიყვარული ნდობის გარეშე არ არსებობს..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია