• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მძღოლი თურმე კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა ვიღაცასთან, ანრი სულ პატარა იყო, დედა რომ გარდაეცვალა, მამამ გაზარდა” – რა ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარ ავარიაზე?

by inew
15 May 2025
in საზოგადოება
0
ვრცელდება ზუგდიდში მომხდარი ავარიის ამსახველი, ქუჩის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება სამ მოზარდს ავტომობილი
0
SHARES
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მოზარდი დაშავდა. ორი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათ ოპერაციები წუხელვე ჩაუტარდათ. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ამბობენ, ერთ მოზარდს დაზიანება აქვს სახის არეში, ხოლო მეორემ თავის ქალის მძიმე ტრამვა მიიღო.

ერთ-ერთი დაშავებულის, ანრის ნათესავმა განაცხადა, რომ ბიჭს წუხელ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და დღესაც დასჭირდა მეორე ოპერაცია, რადგან მას მუცლის არეშიც აქვს დაზიანება.

„ანრის წუხელ გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ დღეს სასწრაფოდ მეორე ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, დილით სისხლი უღებინებია და გვითხრეს, მუცლის ღრუ სისხლით არის სავსე და კუჭის ოპერაცია სჭირდებაო. ამას უკეთებდნენ და ახლა დამთავრდა.

ჩვენთვის ჯერ ყველაზე მთავარია, ის გადარჩეს. როგორც ვიცი, სხვებს არ აქვთ ასეთი მძიმე მდგომარეობა. ახლა საუბრის თავი და ამის ძალაც არ მაქვს, იმას გეტყვით, რომ მეორე ოპერაციის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანრი გადაიყვანონ ქუთაისის კლინიკაში. ალბათ, რეანიმობილით მალე გადაიყვანენ, ყველანი უფალს ვთხოვთ მის გადარჩენას”, – აცხადებს ნათესავი.

ცნობილია, რომ კიდევ ერთი მოზარდი რჩება ამ დრომდე კლინიკაში, როგორც, “კვირის პალიტრას” განუცხადეს,მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს მოტეხილი, პირველადი დახმარება ღამითვე აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირდა.

„მთელი ზუგდიდი წუხელ კლინიკასთან იდგა და ყველა ვლოცულობდით, რომ ეს ბავშვები გადარჩენილიყვნენ. წუხელ ორივე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, თავის ოპერაცია დასჭირდა ანრის, ითქვა, რომ მას ჰქონდა თავში ჰემატომა, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, თქვეს ექიმებმა და დღეს ელოდებოდნენ გონზე მოსვლას. ღმერთმა გადაარჩინოს, უსაყვარლესი, ობლად გაზრდილი ბავშვია. სულ პატარა იყო დედა რომ გარდაეცვალა, მამამ გაზარდა. ძალიან შეგვტკივა გული ყველას და როგორმე უნდა გადარჩეს.

ორივე ბავშვი გამოჯანმრთელდეს.

კადრებშიც ჩანს, რომ გზაზე გადადიოდნენ, შეჩერდნენ მანქანას რომ გაევლო და ამ დროს, უცებ საპირისპიროდ მომავალი მანქანა დაეჯახა. ჩანს, რომ ის მძღოლი გვერდით გასწრებას ცდილობდა.

მძღოლი ზუგდიდელი ყოფილა, უთქვამს, ღამე იყო და საპირისპირო გზაზე მომავალმა მანქანამ შუქი არ ჩამიქრო და ბავშვები ვერ დავინახეო. თურმე კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა ვიღაცასთან.

ახლა ყველას უფლის იმედი გვაქვს, რომ ეს ბავშვები გადარჩებიან და უვნებელი დაუბრუნდებიან ოჯახებს. ორის მდგომარეობაა მძიმე, თურმე ანრის განსაკუთრებით, თორემ მესამეს ხელი აქვს მოტეხილი და ფეხი დაზიანებული.

კადრებშიც ჩანს, როგორ გადახტა ის მესამე ბავშვი, სასწაულად გადარჩა, უცებ გადამხტარა, ეტყობა მერე წაიქცა და მაშინ დაიზიანა ხელი.

ყველა დედას კარგად უმყოფე თავისი შვილი.

ანრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ჭითაწყარში წევს და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. უფალი გადმოხედავს და არ გაწირავს, როგორც ვიცი, მეორე ბავშვსაც აქვს სახეზე და თვალზე დაზიანება, ის გადაყვანილი ყოფილა ქუთაისში და იქ უტარდება მკურნალობა”, – ამბობს ადგილობრივი.

„ერთი ბინაზეა გაწერილი, მეორე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია და მესამე – ქუთაისის საავადმყოფოში. ჩემს კომპეტენციაში არ შედის დეტალებზე საუბარი. არ ვარ ნეიროქირურგი და ნუ მეკითხებით მე, ექიმებს დაურეკეთ”, – განაცხადა ზუგდიდში მერის წარმომადგენელმა თემურ მარკოზიამ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, შემთხვევის ადგილზე წუხელ მუშაობდნენ პოლიცია და კრიმინალისტები.

წყარო: “კვირის პალიტრა“

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ახლა შეიძლება გაგეცინოთ, ვიყავი კვიპროსში, ვიწექი აკლდამაში, ეს იქიდან ჩამოვიტანე და…” – რა მოხდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?

Next Post

შანი კვლავ ავად გახდა, ზოოპარკს მისი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა – რა პრობლემები აქვს ცნობილ ბოკვერს?

Next Post
შანი კვლავ ავად გახდა, ზოოპარკს მისი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა – რა პრობლემები აქვს ცნობილ ბოკვერს?

შანი კვლავ ავად გახდა, ზოოპარკს მისი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა - რა პრობლემები აქვს ცნობილ ბოკვერს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.