სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ანონიმური წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც რჩევას ითხოვს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„პირად ცხოვრებაში ძალიან დიდი პრობლემები მაქვს და არვიცი როგორ მოვიქცე. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე ან რა რჩევას მომცემდით. მოკლედ მოგუვებით ჩემს ისტორიას, ოღონდ ძალიან გთხოვთ ნუ დამცინებთ.
ჩემი ისტორია იმით იწყება, რომ უსიყვარულოდ, გარიგებით, სრულიად უცხო კაცზე გავთხოვდი. მესამე კურსზე ვიყავი, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, თუმცა მშობლები ფინანსური პრობლემების გამო ჩემი სწავლის თანხის გადახდას ვეღარ ახერხებდნენ.
ბინაში ქირით ვცხოვრობდი და ქირის გადახდაც ძალიან მიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე გავთხოვილიყავი.
ერთხელ დეიდაჩემს ვესტუმრე, რომელმაც მითხრა, რომ ჩემთვის ერთი კარგი ბიჭი ყავდა შერჩეული და აუცილებლად უნდა გამეცნო. მოკლედ მალევე იმ მიზეზით, რომ რაღაცის თხოვება გვინდოდა ბიჭის ოჯახში მივედით.
იქ მისულს ჩემმა მულმა და დედამთილმა ლამის დოსიე შემავსებინეს, დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი. მეც თავიდან ბოლომდე ალალად მოვყევი ყველაფერი, ვუთხარი, რომ სწავლის დასრულება მინდოდა.
ჩემი ქმარი ჩემზე 12 წლით არის უფროსი, არც შესახედაობით და არც გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, დღემდე მეუბნებიან ამას ცოლად რატომ გაყევიო.
რაც შეეხება დედამთილს, ყველაფერს დამპირდა, მითხრა, რომ თბილისში მეორე ბინა ჰქონდათ, სადაც ვიცხოვრებდით, ასევე აგვიხსნა, რომ მის ქმარს და ჩემს ქმარსაც საკმაოდ კარგი სამსახური და შემოსავალი ჰქონდათ.
დედამთილმა ლამის ხატზე დაიფიცა, რომ სწავლის დამთავრებაში ნებისმიერ შემთხვევაში დამეხმარებოდა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ პირობის შესრულება მხოლოდ პირველი ერთი თვე შეძლეს.
ახლა კი მყავს 4 წლის შვილი, 35 წლის მეუღლე, რომელიც არ მუშაობს და არც სამსახურის პოვნას ცდილობს. მისი შემხედვარე საერთოდ არ მინდა კაცის სახელის გახსენება, მაგრამ ისიც არ ვიცი რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია