• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 13, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

”ღამით რო ვტაქსაობდი ერთი ბიჭი მოვიდა, გოგო უნდა მომატაცებინოვო. წავიყვანე, მარა თურმე სახლი არ შეგვეშალა? ბიჭი ძირს გაიგდეს, გადავხტი ნუ სცემთ-მეთქი. ნეტა რა ძალა მედგა..

by inew
16 December 2022
in საზოგადოება
0
”ღამით რო ვტაქსაობდი ერთი ბიჭი მოვიდა, გოგო უნდა მომატაცებინოვო. წავიყვანე, მარა თურმე სახლი არ შეგვეშალა? ბიჭი ძირს გაიგდეს, გადავხტი ნუ სცემთ-მეთქი. ნეტა რა ძალა მედგა..
0
SHARES
274
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ Facebook გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ტაქსაობის დროს გადამხდარ უცნაურ ისტორიას ყვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც ყოველთვის, სამსახურის შემდეგ გავედი სატაქსაოდ. მიუხედავად უძილო ღამისა, მგონია რომ ფორმაში ვარ, მაგრამ მიმძინებია. ფანჯარაზე ბრახუნმა შემაღვიძა, ცალი თვალით ავხედე და ვხედავ ზორბა, მოხეულ კაცს. აი ისეთს, ტანად ბროლ-ბალახშოსანიო, რო ითქმის..

ძმურად ერთი საქმე უნდა ვქნაათო, გოგო მელოდება, უნდა წამოვიყვანო, ვიპარებით და იქნებ დამეხმაროო.

აი სიამოვნებისგან დამბურძგლა. ვიცოდი, ახალი იაღლიში უნდა მომსვლოდა და აბა უარს როგორ ვეტყოდი. – დაჯექი, ძმაო-მეთქი, და წავედით დანიშნულების ადგილზე.

საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით გოგოს სოფელში, საკუთარ სახლთან. მესიჯი მისწერა, გამო, გელოდებიო.

გოგო არა, მაგრამ ვიღაც ღონიანი შუახნის კაცი გამოვიდა. აბა რა გინდათ, გისმენთო. კი აიჭარხლა ე ჩემი კლიენტი, მარა რაღა ექნა! – შენი შვილის შეყვარებული ვარ, დღეს ცოლობა უნდა ვთხოვოო

ეს უთხრა და ორი ნაბიჯი გადმოდგა უკან. აი იქ გნიასი ატყდა, მე ეგეთი ჩხუბი არ მინახავს. დასწვდა ეს ზორბა კაცი ამ ჩემს კლიენტს, ამოიდო წიხლქვეშ და ურტყამს, მაგრამ რას ურტყამს, ბოლი გასდის ყურებში. გადავხტი, არიქა, ნუ სცემთ-მეთქი. ნეტა რა ძალა მედგა!

გამოვარდა გაწეწილი ქალი სახლიდან, დამწვდა ცხვირში, მიმითრია თავისკენ, ჩამარტყა თავი სახეში, გამომიდო ფეხი და გავიშხლართე ქვაფენილზე. მომაჯდა და დამიწყო ჩქმეტა, პწკენა, წყევლა-კრუვლა.

ეს არ იკმარეს, გამოვარდა სახლიდან ვიღაც ბიჭი, ასე 25 წლამდე, რა იყო, დედი, ხო არ გერევიანო, და იგრეთი ჩამცხო წიხლი მუცელში, ელენთას ვეხვეწებოდი, ადგილიდან არ გაინძრე-მეთქი. გავხედე ამ ჩემს კლიენტს და ისევ ქვეშ აგდია.

როგორც იქნა, მოვიშორე ეს გიჟი დედა-შვილი, დავავლე ღობეზე აყუდებულ კეტს ხელი, გავუქანე ამ ნაგიჟარ კაცს და დავუნაცვლე ერთი ხოშიანი. უკანასკნელი ხმა, რაც გავიგე, ვაი მამაჯანო, ეგ იყო. გადაიწია ეს ჯორი კაცი და კეტი მოხვდა ამ ჩემ კლიენტს. შეიყარა სოფელი.

გამოიძახეს სასწრაფო, არიქა ორი კაცი ცემაში მოკლესო. ვასულიერებთ ამ ჩემს კლიენტს და უცებ ერთი კოხტა დახატული გოგო მივარდა, დაიწყო ტირილი. თურმე, შეგვეშალა სახლი.

მივადექით სხვა ოჯახს. ამ შტერმა რომ უთხრა, ცოლობა უნდა ვთხოვო შენს შვილსო, იმ კაცსაც ერთი ბიჭი ჰყოლია და აბა კიდევ კარგი, რომ ისიც არ დაგვაკლა თავზე!

ამ ჩემი კლიენტისა და იმ კოხტა გოგოს ქორწილში, აი იმ ქალმა, მე რომ სული ლამის ამომხადა, სულ ქოჩორზე იტრიალა, რა ნამცხვრები რა ხაჭაპურები არ აცხო. მე კიდევ, სუფრაზე იგრე დამლოცეს, როგორც საპატიო სტუმარი…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ნათელი ისტორია იმისა, რომ ცხოველებს სიკეთე არასდროს არ ავიწყდებათ

Next Post

”ცნობილი ექიმი დაიღუპა და მას განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყვეს, ერთ დამსწრეს კი ამაზე სიცილი აუტყდა.. ხალხი ახშფოთდა, თუმცა მიზეზის გაგების შემდეგ მათაც გაეცინათ..”

Next Post
”ცნობილი ექიმი დაიღუპა და მას განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყვეს, ერთ დამსწრეს კი ამაზე სიცილი აუტყდა.. ხალხი ახშფოთდა, თუმცა მიზეზის გაგების შემდეგ მათაც გაეცინათ..”

”ცნობილი ექიმი დაიღუპა და მას განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყვეს, ერთ დამსწრეს კი ამაზე სიცილი აუტყდა.. ხალხი ახშფოთდა, თუმცა მიზეზის გაგების შემდეგ მათაც გაეცინათ..”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.