• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

100 ათას ლარიანი დაბადების დღე – კადრები რომეო მიქაუტაძის ცოლის გრანდიოზული წვეულებიდან

by inew
21 June 2025
in საზოგადოება
0
100 ათას ლარიანი დაბადების დღე – კადრები რომეო მიქაუტაძის ცოლის გრანდიოზული წვეულებიდან
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

100 ათას ლარიანი დაბადების დღე – სწორედ ამდენი დაჯდა ჩვენი წყაროს ინფორმაციით ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ცოლის,  ნინო მიქაუტაძის წვეულება გარდენია შევარდნაძე”-ში.

ქალაქის ერთ-ერთი ძვირადღირებული სადღესასწაულო სივრცე, სადაც ერთი სტუმარი დაახლოებით 200 ლარი ღირს. გაფორმება, ტორტი, იტალიიდან სპეციალურად მოწვეული ბენდი, რაც მინისტრის ოჯახს დამატებით 10,000 ევრო დაუჯდა და 150-მდე სტუმარი, 15 ათასი დაჯდა დიზაინი.  არ ვიცით, რომელ საკონდიტროს შეუკვეთა მინისტრის ოჯახმა ტორტი, რომელიც წვეულების მთავარი დეკორაცია იყო, თუმცა მსგავსი  დიზაინით შექმნილი ტორტის ღირებულება საშუალოდ 2000 ლარია.

ე.წ. მეეზოვეების სკანდალით ცნობილი “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი  ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე მინისტრის მოადგილე  2021 წელს გახდა. მიქაუტაძეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი 2019 წელს ჩააბარა. მანამდე კი მიქაუტაძე  შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

უძრავი ქონება, სასტუმროს ბიზნესი, დეველოპერული კომპანია, მიწებით წავკისსა და წაღვერში – ხელისუფლებასთან დაახლოებული მაღალჩინოსნის დეკლარაცია და მისი ოჯახის დაუსაბუთებელი ქონება არა ერთხელ გამხდარა ჟურნალისტური გამოძიების საბაბი.

სტუდია მონიტორმა გაარკვია, რომ ერთ-ერთი პოპულარული ადგილი თბილისში, კორტები იპოდრომთან მერიამ პატრონს, ყაზახეთს მოქალაქეს ვენერა ალიშევას  ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული მემკვიდრეობის შენობაში გაუცვალა. ქონება, რომელიც მერიამ გაცვალა, კორტებზე ბევრად ძვირი ღირდა.
რამდენიმე კვირაში კი ვენერა ალიშევამ ეს ქონება რომეო მიქაუტაძის ოჯახს გადაუფორმა.
ნინო მიქაუტაძემ  ბეთლემის 15-ში 68 კვ. მ ფართობი კერძო პირებისგან 250 ათას დოლარად  გამოისყიდა –  კვადრატული მეტრი 3 600 დოლარად .

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში 1200 კვ.მ მიწაზე აშენებული სამი ნაგებობა აუზითა და უნიკალური მცენარეებით, გარშემო კი გალავნით, რომეო მიქაუტაძის ოჯახს ეკუთვნის. დეკლარაციიდან ირკვევა რომ სახლი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ნინო მიქაუტაძის სახელზეა 200 000 დოლარად  შეფასებული თბილისში , წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე ,2000 კვ.მ -ის ნაკვეთი.

მინისტრის მოადგილეს რომეო მიქაუტაძე 2021 წელს დაინიშნა. ამავე წელს მისი მეუღლე ნინო მიქაუტაძე “ვიუფოინთის” თანადამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებით  2021 წლიდან დღემდე ვიუფოინთმა

5 400 კვ.მ.  მიწა შეიძინა წავკისში  და 42 688 კვ მ  ბორჯომის რაიონში სოფელ წაღვერში.   მინისტრის მოადგილის ოჯახის კომპანიამ მიწის ნაკვეთებში  800 000 ლარი და 380  ათასი დოლარი  გადაიხადა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე , რომეო მიქაუტაძე  ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსების გამო 2020 წელს დააჯარიმეს.  საჯარო სამსახურის ბიურომ მას 7 სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღმოუჩინა.

ზუსტად რა დაუჯდა მინისტრის მოადგილის ოჯახს მდიდრული წვეულება და აისახება თუ არა ეს  ხარჯები დეკლარაციაში, გვსურდა მინისტრისთვის თავად გვეკითხა, თუმცა რომეო მიქაუტაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვები კი დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით დღემდე აქტუალურია.

წყარო: მთავარი

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილიდ, რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ცნობა:

უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ… ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი…” – გოგა მანია წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებას ასახელებს

Next Post

ცნობილია რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობით

Next Post
ცნობილია რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობით

ცნობილია რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობით

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
S კერძო სახლების პროექტები სახლების პროექტები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.