• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, June 25, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში…“ – ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს

by inew
24 June 2025
in საზოგადოება
0
„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში…“ – ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
0
SHARES
2.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნაზი ჯაიანი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ გაიგო მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე ამბავი…

„14 ივნისია, ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე… ყველა სამსახურშია, სახლში მხოლოდ მე და მარიკუნა ვართ, როგორც ყოველთვის მე ჩემს სამეზობლოში ვტრიალებდი… მოვედი სახლში, დავწექი, დავიწყე მობილურის სქროლვა და მომყვა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ გონიოში მოხდა ავარია, 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა და 2 დაშავდა… გადავედი ეგრევე, წავიკითხე, მაგრამ სახელი გვარები და სხვა ისეთი ინფორმაცია არ ეწერა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, მობილური რეკავს, ვპასუხობ და მეკითხება – ნაზი რამე გაიგე? მეც არხეინად ვპასუხობ, რა უნდა გამეგო, მიდი მომიყევი ახალი ამბავი…

მეგის ერთ-ერთი მეგობარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა…

აქ უკვე ყველაფერმა ჩამიარა თვალწინ, რადგან ვიცოდი მეგის მასთან ერთად იყო… მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ვერ წარმოვიდგენდი! ახლაც არ მჯერა, ზღაპარში მგონია თავი…

გავთიშე მობილური და ვრეკავ მეგისთან, მპასუხობს ვიღაც უცნობი, ვეკითხები ხმის კანკალით, მეგი სად არის? უვიცად მპასუხობს, მე არ ვიცი, დაურეკე ანას მშობელს და ის გეტყვის…

აქ უკვე დავიწყე ტირილი, ვრეკავ ყველასთან და ვთხოვ იპოვონ ჩემი და, იქნებ გარდაცვლილთა სიაში არა და უბრალოდ დაშავებულია, ყველანაირ იმედს ვეძებ, ვებღაუჭები, მაგრამ ვისთანაც დავრეკე გასარკვევად, აღარ მპასუხობს არავინ…  

გამოვვარდი სახლიდან, ყველა ჩემს გაჩერებას ცდილობს, მგონია, რომ ეს ამბავი არავინ არ იცის, ჩემს გონებას არ უნდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მივედი საავადმყოფოში, შევედი, მაგრამ კითხვა ვერ გავბედე, რადგან შემეშინდა იმ პასუხის, რაც ძალიან არ მინდოდა. გამოვბრუნდი უკან, საბას ვთხოვ, შედი და შენ ჰკითხე სად არიან-თქო, მაგრამ საბამაც რა ჰკითხოს?! იცის ყველაფერი, უბრალოდ ვერ მეუბნება? რა უნდა ეთქვა?
გამოვიდა და მეუბნება, აქ არ არიან, ენგელსზე მიუყვანიათო, აქ ცოტა იმედი მქონდა, რადგან მე მგონია რომ საზღვაო ჰოსპიტალში არიან, მგონია რომ იქ მივდივართ, მაგრამ თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში, სადაც ყველა შეკრებილა უკვე…

გადავდივარ მანქანიდან, გავრბივარ შესასვლელთან, ვერავის ვერ ვხედავ, თვალებში უბრალოდ მიჩანს რაღაც ვიზუალები. მივედი როგორღაც შესასვლელთან და ვთხოვ შემიშვან, მაჩვენონ ჩემი მეგიკუნა, მაგრამ უარზეა, ვერ შეგიშვებთო. გამოვბრუნდი, ყველას თვალებში ვუყურებ და ვეძებ იმედს, სადაც მეტყვიან, რომ ნაზი ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ავარიაა და მალე გამოწერენ. დავდივარ იქით-აქეთ, ვეძებ ისეთ სახეს, ვინც მეტყვის მართლა რა ხდება?!

გადმოვდივარ მეორე მხარეს, ვხედავ ატირებულ მამაჩემს და სწორედ ამ დროს მიწევს რეალობასთან თვალის გასწორება…

მაგრამ მეგიკუნა, მამიკო შენი მეგობრის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, ყველაზე რთულად მამიკომ გაიგო…

აღარ მახსოვს მაგ მომენტის შემდეგ არაფერი, თვალებში უცებ სიშავე წამოვიდა, ვერავის ვერ ვხედავდი, ძალიან არ მინდოდა ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო…

დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა, აბა რა უნდა ეფიქრა?! აბა რას იფიქრებდა?! რას წარმოიდგენდა რომ 22 წლით ანგელოზივით შვილი მოუკლეს?!

ზუსტადაც რომ მოუკლეს! როგორ სუნთქავს საერთოდ?! 3 ანგელოზივით გოგო გამოასალმა სიცოცხლეს, 3 ოჯახი გააუბედურა… ცხოვრებაში არავის მიმართ არ მქონია ზიზღი, მაგრამ ახლა მაქვს… სამწუხაროა, რომ დღეს და ამ გზით მიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა..

გოგოებო, გპირდებით, თქვენი სულისთვის ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ყველამ უნდა აგოს პასუხი და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის!

14 ივნისის და 17:23 საათის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ჩემი ცხოვრება მწუხარებამ და უდიდესმა ტკივილმა მოიცვა, რაც იქნება სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში…

ახლაც არ მჯერა, ჯერ კიდე ვერ ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს…  რიცხვი 14 მეზიზღება, ცალ-ცალკე 1 და 4 ციფრიც მეზიზღება, რაც შენს სიკვდილს უკავშირდება, ყველა და ყველაფერი მეზიზღება. 

ჩემი გული და სული თან წაიღე მეგიკუნა, ახლა მე უბრალოდ ვარსებობ.. როგორც შენ იტყოდი, ნაზი მამას ვაჟკაცივით უდგას გვერდითო, გავაგრძელებ მაგ გვერდში დგომას და გპირდები არ მივცემ თავის დახრის უფლებას! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, მაგაზე საუბარს აღარ დავიწყებ… მიყვარხარ ძალიან, ძალიან. 
ჩემი პირადი ანგელოზი“, – წერს ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.

წყარო: primetime

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩანგრეულ ხიდზე გადაკიდებული სატვირთო და სასწაულებრივად გადარჩენილი მძღოლი – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

Next Post

რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

Next Post
რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In