სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან, სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
თვითმთხილველების თქმით, შემთხვევის დროს ძლიერი ხმა გაისმა, რაც აფეთქებას ჰგავდა.
არსებული ცნობით, მძღოლმა სავარაუდოდ, სიგნალის ხმა ვერ გაიგო და შეჯახება გზაზე გადასვლისას მოხდა.
ავტომობილი მარჯვენადაჭიანი იყო, რაც ქალის გადარჩენის მიზეზად სახელდება.
მძღოლს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვს.