ილია თოფურია უკვე ნამდვილი სუპერვარსკვლავია.
სულ რამდენიმე თვის წინ, “ელ მატადორი” ალიკანტეში ცხოვრობდა, სადაც მან თავისი ლეგენდის შექმნა დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც უმაღლეს ვარსკვლავურ საფეხურზე ავიდა, ის მადრიდში გადავიდა.
ილია თოფურიას სასახლე მადრიდში
მიუხედავად იმისა, რომ თოფურია არ არის ხმაურიანი ცხოვრების მოყვარული, მას მოსწონს კარგი ცხოვრება: ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი, ძვირადღირებული მანქანები და ფუფუნების სხვა საგნები. მისი სახლიც გამორჩეულია, რადგან ეს არის ლამაზი და დიდი სასახლე მადრიდის გარეუბანში.
კონკრეტულად, ექსკლუზიურ უბანში „ლას ლომასში“, სადაც მისი მეზობლები ესპანელი “სელებრითები”. ამ უბანში ქონების ღირებულება რვა მილიონ ევრომდეა. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლს არასდროს უსაუბრია ღიად თავის სახლზე, მან თავის მიმდევრებს სოციალურ ქსელებში საშუალება მისცა, წარმოდგენა შეჰქმნოდათ მის ქონებაზე.
თოფურიების სახლს აქვს ფართო ბაღი, თუმცა ყველაზე გამორჩეული შეიძლება იყოს სამზარეულო, ასევე შთამბეჭდავი სპორტული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე და სარეაბილიტაციო ოთახი. სახლს აქვს ასევე აქვს გარე ზონა, დიდი საცურაო აუზით და სივრცე სტუმრებისთვის. ინტერიერი გამოირჩევა სინათლით, რომელიც ოთახებში ფართო ფანჯრებიდან შემოდის. გარდა ამისა, მის ავტოფარეხში რამდენიმე ავტომობილისთვისაა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თოფურიამ გააძლიერა უსაფრთხოება, რაც დაემთხვა მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებას. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, „ელ მატადორმა“ დაიქირავა უსაფრთხოების გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან, რათა ჩემპიონის ოჯახი დაიცვან.
რამდენი თანხა მოუტანა თოფურიას მორიგმა გამარჯვებამ?
სპორტული დიდების გარდა, თოფურიამ სოლიდური ფინანსური ჯილდოც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ UFC ოფიციალურად არ აქვეყნებს თითოეული კონტრაქტის ზუსტ ციფრებს, ვარაუდობენ, რომ მებრძოლმა ამ გამარჯვებით დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა მოიცავს:
· 750 000 დოლარი ბრძოლაში მონაწილეობისთვის.
· 50 000 დოლარი საუკეთესო გამოსვლისთვის.
· 42 000 დოლარი სპონსორობიდან.
· 2.7 მილიონ დოლარზე მეტი სატელევიზიო უფლებებიდან და Pay-per-view (PPV) შემოსავლებიდან.
ეს ტრიუმფი თოფურიას არა მხოლოდ გლობალურ სპორტულ სუპერვარსკვლავად ხდის, არამედ ის ახლა UFC-ის წრეში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიაშია.
წყარო: ambebi.ge