2017 წელს, მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტამაულიპას შტატის ქალაქ ტამპიკოში უცნაური ბუნებრივი მოვლენა დაფიქსირდა.
მაშინ ქალაქში ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელსაც წვრილი თევზები მოჰყვებოდა.
ადგილობრივი გამოცემა El Sol de Tampico წერს, რომ სოციალური ქსელები დაბნუილი მოსახლეობის ფოტოებითა და ვიდეოებით აივსო.
სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა პედრო გრანადოსმა მოსახლეობა დაამშვიდა, მან თქვა, რომ ეს იშვიათი მოვლენა საფრთხის შემცველი არ არის და „თევზების წვიმა“ სხვა დროს და სხვა ადგილებშიც მოსულა.
თევზების ზომა რამდენიმე სანტიმეტრს აღწევდა. ადგილობრივი სინოპტიკოსები ამ შემთხვევას ტროპიკულ შტორმ „პილარს“ აბრალებენ, მათი ინფორმაციით, სწორედ ქარმა აიტანა თევზები ოკანიდან ცაში და შემდეგ ნალექთან ერთად ჩამოყარა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..