ბაღდათში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის გახვანა გახდა საჭირო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, უზრუნველყვეს ოჯახების ქირით გაყვანა
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინის ტერიტორიაზე მოხდა
ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით გეოლოგიური კვლევა განხორციელდა
,,სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
ადგილზე გრუნტის ჩამოშლის პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.