• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 10, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და დამიტოვა ბავშვი. გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა ამას რა მოყვებოდა..“

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
„ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და დამიტოვა ბავშვი. გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა ამას რა მოყვებოდა..“
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“შვილობა ძალიან ძნელია, მაგრამ უფრო ძნელია, ნაშვილები ამაგს რომ არ დაგიფასებს. სადაცაა, 70-ს მივუკაკუნებ, დავუძლურდი, სიმშვიდე მჭირდება, მაგრამ სადაა სიმშვიდე?

ჩემი გაზრდილი ისე მანერვიულებს, ლამის გული გამისკდეს. გადავწყვიტე, თქვენ შემოგჩივლოთ ყველაფერი, ეგებ, გონს მოეგოს.

მე და ჩემმა ქმარმა ერთად 20 წელი ვიცხოვრეთ. თბილისში ბინა გაქირავებული გვქონდა, ძირითადად კი ლაგოდეხში ვიყავით. უშვილობა გვაწუხებდა, წლები უცებ შემოგვადნა ხელში.

52 წლის ვიყავი, როცა თათია (არც კი ვიცი, რა ერქვა ბავშვს, ეს სახელი მე დავარქვი) ჩვენს ჭიშკართან დატოვეს.

რაღაც ფხაკუნი მომესმა ჭიშკართან. გარეთ გავედი და რას ვხედავ, ჩემს ჭიშკართან პატარა გოგო (2 წლამდე იქნებოდა) ჩაცუცქულა და მიწას ჩიჩქნის. ვისი ხარ-მეთქი, – ვკითხე. რაღაცა წაიბუტბუტა და შავი, ბრიალა თვალები მომანათა.

მილიცია გამოვიძახეთ. მთელი უბანი ჩემთან შეიყარა, ქმარიც მოვიხმე სამსახურიდან. ვერაფერი გავარკვიეთ.

აშკარა იყო, რომ ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და მომიგდო ბავშვი. დიდი სჯა-ბაასის მერე გადავწყვიტეთ, გოგონა დაგვეტოვებინა (სამართალდამცავებმა გამაფრთხილეს, – თუ ბავშვის დედა ან ვინმე ახლობელი გამოჩნდება, უფლება არ გაქვს, დაუმალო პატარაო).

გავიდა დრო. ბავშვი არავის მოუკითხავს. თათია ღვიძლი შვილივით შემიყვარდა. როცა მე დედა დამიძახა, ჩემს ქმარს კი – მამა, უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით. ჩემს ქმარს ნათესავები დაემდურნენ, – რად გინდოდა სხვისი ბავშვის გაზრდა, როცა ამდენი პატარა გყავს სანათესავოშიო.

რაღა თქმა უნდა, თბილისის ბინაც და ლაგოდეხში სახლ-კარიც თათიას დარჩებოდა და არა მათ. მოკლედ, ყველამ ზურგი შეგვაქცია. ამდენ ნერვიულობას ქმარმა ვეღარ გაუძლო, ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა.

თათია გაიზარდა. სამწუხაროდ, საკმაოდ თავნება, ჯიუტი გოგო დადგა. უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩაირიცხა, თბილისში გადმოვინაცვლეთ. აქ კიდევ უფრო გათამამდა. აქაოდა, დიდი ვარო, არაფრად მაგდებს.

არ ვიცი, სად დადის, ვისთან მეგობრობს… ამას წინათ ერთმა ნათესავმა მომახალა:

ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინეთ და ახლა, რაც გეკუთვნით, ის მიიღეთო. არ მინდა ვიფიქრო, რომ თათია ცუდ გზას ადგას, რადგან ბუნებით ძალიან გულკეთილია.

გთხოვთ, ჩემი ამბავი გამოაქვეყნოთ. თათიას ძალიან უყვარს თქვენი გაზეთი და დარწმუნებული ვარ, როცა მკითხველი გამომეხმაურება, ის აუცილებლად ყურად იღებს რჩევას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

წყარო: კვირის პალიტრა,

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„სულ რაღაც 20 წლის ვიყავი, როდესაც გავხდი ემიგრანტი ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული” – ემიგრანტი გოგონას სიტყვებმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა…

Next Post

„ერთმა უბრალო სარეკლამო მესიჯმა და ჩემმა დაუფიქრებელმა ქმედებამ კინაღამ ოჯახი დამინგრია”

Next Post
„ერთმა უბრალო სარეკლამო მესიჯმა და ჩემმა დაუფიქრებელმა ქმედებამ კინაღამ ოჯახი დამინგრია”

„ერთმა უბრალო სარეკლამო მესიჯმა და ჩემმა დაუფიქრებელმა ქმედებამ კინაღამ ოჯახი დამინგრია”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.