• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, October 20, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home Uncategorised

„შეყვარებული მისი ეკლესიურობის გამო დამიწუნეს და უცოლო დამტოვეს.. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ თუ რამდენად არასწორად მოვიქეცი”

by inew
27 December 2022
in Uncategorised
0
„შეყვარებული მისი ეკლესიურობის გამო დამიწუნეს და უცოლო დამტოვეს.. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ თუ რამდენად არასწორად მოვიქეცი”
0
SHARES
362
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ჩვენი რესპონდენტი, 50 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი, ანდრო, ათეისტურ ოჯახში გაიზარდა:

– ჩემი ბებია-ბაბუა კომუნისტები იყვნენ. დედაც კომკავშირის განხრით მუშაობდა. მამა თანამდებობის პირი მყავდა, რელიგიურობა რომ შეენიშნათ მისთვის, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ჩემი ოჯახის წევრებს ეს საფრთხე არ ელოდათ, ვინაიდან ურწმუნოები იყვნენ. უფრო მეტიც, ღმერთსაც გმობდნენ და მის მიმდევრებსაც.

სტუდენტობისას ერთი გოგონა მომეწონა, მარინე. რაიონიდან იყო, თბილისში ქირით ცხოვრობდა. მუშაობდა. ჩემს უბანში ჰქონდა ბინა ქირით აღებული. იმ ბინის მეპატრონეს, შალვას კარგად ვიცნობდი. მისგან შევიტყვე მარინეს არსებობა.

ერთ საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, ქუჩაში ნაბიჯებით გავუსწორდი გოგონას, რომელიც ჩემ წინ მიდიოდა. მომეწონა. ვიფიქრე, მარინე ხომ არ არის-მეთქი. მართლაც ის აღმოჩნდა. შალვას სახლში რომ შევიდა, დავრწმუნდი.

მეორედ რომ შემხვდა ქუჩაში, გამოვეცნაურე, დაველაპარაკე. მერე პაემანზე მოსვლა ვთხოვე და ჩვენი სიყვარულიც დაიწყო.

– თქვენმა მშობლებმა იცოდნენ, შეყვარებული რომ იყავით?

– ჩემს ოჯახში სნობური გარემო იყო. რაიონიდან კი არა, სარძლოს თბილისის გარეუბნიდანაც დაიწუნებდნენ. თუმცა მარინეს გაცნობა მოინდომეს და ოჯახში დაპატიჟეს.

– შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

– ჩემები მარინეს კარგად, კეთილგანწყობით დახვდნენ, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ შეუდგნენ განხილვას, რა მოეწონათ და რა – არა. აღმოაჩინეს, რომ მარინეს არ ეტყობოდა “სოფლის” კვალი, ალბათ კულტურული და ინტელიგენტური ოჯახიდანააო, თუმცა ბებიამ შენიშნა გულზე დაკიდებული პატარა ჯვარი და…

თუ სიმბოლურად უკიდია, როგორც სამშვენისი, ტრადიციული ოჯახიდან იქნებაო, ხოლო თუ ჯვარი რელიგიური მნიშვნელობით უკიდია, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება მისი ოჯახის შეგნება და ღირსებაო.

– თქვენ ამ ყველაფერს როგორ უსმენდით?

– მშობლების აზრისთვის ანგარიში უნდა გამეწია, ვერ გადავახტებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა რამე დამართნოდათ. იყო შემთხვევა, როცა ჩემზე ნერვიულობით დედა და ბებია საავადმყოფოშიც მოხვდნენ.

მარინეს ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის მისი ოჯახი. ისინი ნამდვილი მორწმუნეები იყვნენ, ხატების კუთხეც ჰქონდათ და გულწრფელად ლოცულობდნენ. მე კი მონათლულიც არ ვიყავი. მარინემ მითხრა, უნდა მოინათლო, რომ ჯვარი დავიწეროთო. პირადად მე წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ ჩემს ოჯახს ამას ვერც ვუხსენებდი.

– ზოგი თქვენს ადგილას ამას ფარულად გააკეთებდა.

– ჩემებისთვის გაუგებარი არაფერი დარჩებოდა. მე თუ დავმალავდი, სხვისგან მაინც გაიგებდნენ. ისიც კი გაიგეს, მარინეს ღრმად მორწმუნე მშობლები რომელ ტაძარში ლოცულობდნენ და ოჯახში რომელ კუთხეში ეკიდათ ხატები. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, მაგ გოგოს არ შეგრთავთო. განსაკუთრებით ბებია აქტიურობდა, მისთვის მორწმუნე რძალი ოჯახში კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეყვარებულები დავცილდით.

– მარინემ ოჯახი შექმნა?

– დიახ, გათხოვილია. ჩემი მაშინდელი უსუსურობით მის წინაშე ისე დავმცირდი, მარტოც რომ იყოს, მისვლას ვეღარც გავბედავდი. გული მწყდება, რომ დავკარგე ასეთი კარგი გოგო და არა მარტო ის, არამედ დავკარგე შანსი, შემექმნა ოჯახი, შვილებით მეხარა და ბედნიერება მომეპოვებინა.

ნინია კახიძე, ჟურნალი სარკე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემი ქორწილის დღეს ჩემი უახლოესი მეგობარი დამეღუპა, დედამთილმა კი ცეკვა მაიძულა.. დაღუპულის ოჯახის წევრებმა კი ისეთი რამ შემომითვალეს ცხოვრება აღარ მინდოდა”

Next Post

მასთან მთელი ღამე დავრჩი, დილით კი ციხიდან წამოვედი.. პატიმრისგან სასტიკად მოტყუებული 18 წლის გოგონას ამბავი

Next Post
მასთან მთელი ღამე დავრჩი, დილით კი ციხიდან წამოვედი.. პატიმრისგან სასტიკად მოტყუებული 18 წლის გოგონას ამბავი

მასთან მთელი ღამე დავრჩი, დილით კი ციხიდან წამოვედი.. პატიმრისგან სასტიკად მოტყუებული 18 წლის გოგონას ამბავი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In