მასთან მთელი ღამე დავრჩი, დილით კი ციხიდან წამოვედი.. წლების წინ, ტელეფონით გავიცანი პატიმარი. ლევანი ყველანაირად ცდილობდა, რომ შევები. გაცნობის დღიდანვე სასიყვარულო მესიჯებს მიგზავნიდა. მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი და უჩემოდ აღარ შეეძლო.
18 წლის გოგოს მეტი რა უნდა?! – და მეც თავდავიწყებით შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ნანახიც კი არ მყავდა. გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ მივედი და ვნახე. ფიზიკურადაც მომეწონა. მეუბნებოდა: 1 წელიწადში გამოვალ და ცოლადაც მოგიყვანო..
მე მისი მჯეროდა. ერთი წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ცოლ-შვილი ჰყოლია. მე თვითონ რომ არ გამეგო, ვინ იცის, რამდენ ხანს დამიმალავდა ამ ამბავს.
უკვე ისე მიყვარდა, რომ ამაზეც თვალი დავხუჭე. ყოველკვირა მივდიოდი და ვნახულობდი. მეუბნებოდა, ხშირად ვთამაშობ და “ლაი-ლაი” ბარათებსა და სიგარეტს ვაგებო. მირეკავდა და აღელვებული ხმით მთხოვდა, რომ ბარათი და სიგარეტი მეყიდა და მიმეტანა.
ყველაფერს ვიკლებდი, რომ ფული მომეგროვებინა. ჩემს ოჯახს მატერიალურად უჭირდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი.
ძალიან ბევრჯერ ვმდგარვარ ციხის კართან სიცივეში, ლევანისთვის სიგარეტი რომ შემეგზავნა. ეს ყველაფერი დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. შემდეგ მთხოვა, რომ მასთან ღამით დავრჩენილიყავი.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მასთან მთელი ღამე დავრჩი, დილით კი ციხიდან წამოვედი. 2 დღის შემდეგ ლევანმა დამირეკა და მითხრა:
კარგად იყავი, მე მეძავი საცოლე არ მჭირდება, თავიდანვე უნდა გეთქვა, ქალწული თუ არ იყავიო. ამას საშინელი სიტყვები მოაყოლა. არადა, ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო.
აი, ეს გააკეთა პატიმარმა. მე რომ ადრე ასეთ ამბებს ვიგებდი, ლევანსაც ვუყვებოდი ხოლმე. ის კი მეუბნებოდა: ყველა პატიმარი ერთნაირი არ არისო..
დამიჯერეთ, ყველა პატიმარი ერთნაირია. ის, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, მათთვის უბრალოდ, გართობაა.
როცა შეყვარებული ვიყავი, ეს ყველაფერი ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, გამეცინებოდა და ალბათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი. მაკო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია