გიამ ისეთი ცოლი მოიყვანა, თვალს ვერ მოწყვეტ. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი შემნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაირამ გოგონები წამოზარდა და მუშაობა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო, რაღაცები შეიცვალა.
სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ ეპიტნავებოდა გიას, ცოლმა მუსაობა რომ დაიწყო, რადგან ოჯახში არაფერი აკლდათ და ნაირას ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ქალი რომ გაიწევს, 9 უღელი ხარ-კამეჩიც ვერ შეაჩერებსო, ნათქვამია. მალე ნაირამ გაიჯეჯილა კიდეც..
გიას ერთი მეგობარი ჰყავს, რომელიც მისი სახლიდან კარგა მოორებით ცხოვრობს და სულ უკვირდა მიშას, ნაირა რომ ყოველდღე მის სახლს აუვლ-ჩაუვლიდა ხოლმე.
თანაც ისე კეკლუცად მიარხევდა თეძოებს, რომ ბიჭს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში – ალბათ მეპრანჭებაო. ბევრი იყოყმანა, ეთქვა თუ არა ძმაკაცისთვის ამის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა.
მოკლედ, დღე დღეს მისდევდა და ნაირა უფრო და უფრო გაყოყოჩდა. თავიც მალე გაყიდა. აღმოჩნდა, რომ მიშას კარის მეზობელთან ღალატობდა ქმარს.
უკვე ვეღარ მოითმინა მიშამ, ძალიან კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც გაუმხილა ძმაკაცს სიმართლე, მაგრამ გიამ ცოლის პატიოსნებაში ეჭვი არ შეიტანა და დღემდე რქებდადგმული დადის.
მიშასთან კი ამის გამო ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა. მიშას უნდოდა, მეგობარი დამიცირებისგან ეხსნა, შვიდჯერ გაზომა, ერთხელ გაჭრა, მაგრამ ვინ დაუჯერა… ცოცხალი თოჯინა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..