ალბათ გახსოვთ დიდი ხნის წინ მივიწყებული განცდა, როცა ბავშვობისას დედა მაგრად გეხუტებოდათ. სწორედ ასე გრძნობს თურმე ადამიანი, რომელსაც ძველებური, მძიმე საბანი ახურავს.
მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი რეკლამა გვამცნობს, თუ რამდენად კარგია “ბუმბულივით მსუბუქი” სინთეტური საბანი, ჩვენს უმრავლესობას მძიმე საბნის ქვეშ უკეთ ძინავს, ვიდრე – მსუბუქის. მძიმე საბანი თურმე გვეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებაში, სტრესის მოხსნაში..
ფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ის ზეწოლა, რომელსაც სხეულზე მძიმე საბანი ახდენს, იწვევს სეროტონინის, დოპამინისა და ენდორფინების გაძლიერებულ გამომუშავებას – ანუ ჩვენი ტვინის შინაგანი “ქიმიის”, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების განც დასა და გარე სამყაროსთან ჰარმონიაზე.
მძიმე საბანი ბევრი ექიმის მიერ არის რეკომენდებული როგორც აუტიზმის, ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტიურობის და რიგი სხვა პრობლემების დროს. ბევრი ადამიანი კი მას ასევე იყენებს როგორც ეფექტურ არამედიკამენტოზურ საშუალებას უძილობასთან საბრძოლველად.
თუ საბნის წონას გონივრულად შეარჩევთ, საბანი უსაფრთხოა და არ აქვს უკუჩვენება. მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და დაავადებათა ფართო სპექტრში. მძიმე საბანი ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დიაგნოზების დროს: აგრესიული ქმედება, ბულემია, ანორექსია, აუტიზმი, აუტიზმის სპექტრის დარღვევები,
უძილობა, მშფოთვარე ძილი, ბიპოლიარული აფექტიური დარღვევა, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, დამბლა, მენოპაუზა, სტრესი, პოსტტრავმული სტრესი, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქიკური დაავადებებისა და ფობიების დროს.
ევროპასა და ამერიკაში მძიმე საბნების ბუმია. ისინი მათ იყენებენ სტომატოლოგიურ კლინიკებში სავარძელში მყოფი პაციენტებისთვისაც კი, ბორმანქანის მიმართ შიშის მოსახსნელად.
მოამზადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ