ეზოთერიკოსი გოგა მანია კაშხალთან დაკავშირებით გავრცელებულ თემაზე საუბრობს და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ სამეგრელოს მსგავსი უბედურება არ ემუქრება და საშიშროება იქნება, ამას აუცილებლად წინასწარ იტყვის.
„კაშხალზე მინდა ვთქვა, ამ გახმაურებულ თემაზე, ის, რომ სამეგრელოს მსგავსი რამ არ ემუქრება, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არაა, თუმცა წყალთან დაკავშირებული პრობლემები იქნება და ამაზე წინასწარ გავაფრთხილებ ხალხს. სვანეთზე მინდა ვთქვა, რომ ორი დიდი ტრაგედია დატრიალდება, რაც სამწუხაროა, თუმცა გარდაუვალია. ის, რომ ბევრ ხალხს ვკარგავთ, ეს სიცრუეა… არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ნგრევას აუცილებლად მოჰყვება შენება…
ვირუსს რაც შეეხება, ის ახლა ჩინეთში მძვინვარებს, თუმცა მინდა საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საქართველოს ეს არ შეეხება“,- ამბობს ეზოთერიკოსი.
წყარო: primetime