ყურის მწარე ტკივილი თუ არ გამოგიცდიათ, გაგონილი მაინც გექნებათ, რა დღეში აგდებს ადამიანს. მით უმეტეს, თუ ბავშვს ტკივა, მთელი ოჯახი აწრიალებულია. მისი საწიააღმდეგო არაერთი პრეპარატი არსებობს, მაგრამ ყურის ტკივილმა ხშირ-ხშირად იცის თავის შეხსენება, ხშირად წამლის ხმარება კი ზოგჯერ სასურველი არ არის.
ამიტომ შინაური მეთოდები მოიშველიეთ. გასწავლით, როგორ უშველოთ ყურის ტკივილს უწამლოდ.
დაგჭირდებათ ნატურალური ბამბის 2 წინდა, 1/2 ჭიქა მარილი.
ჩაყარეთ წინდაში მარილი, თავი მოუკარით და ტომსიკა მეორე წინდაში ჩადეთ.
მარილიანი წინდა დადეთ ტაფაზე და გააცხელეთ 3 წუთის განმავლობაში (წინდა აუცილებლად
ნატურალური ბამბის უნდა იყოს). დაიდეთ ყურზე. მანამდე შეამოწმეთ, რამდენად ცხელია, რომ ყური არ დაგეწვათ. შვებას მაშინვე იგრძნობთ.