საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს:
,,გარდაიცვალა რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კახაბერის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუსთავის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კახაბერი”.