• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, April 5, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,დღეს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს შევესწარით, გულის მასაჟს უკეთებდნენ მონაცვლეობით თურმე საათზე მეტ ხანს”, – რა მოხდა აბუდელაურის ტბებზე?

by inew
25 August 2025
in საზოგადოება
0
,,დღეს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს შევესწარით, გულის მასაჟს უკეთებდნენ მონაცვლეობით თურმე საათზე მეტ ხანს”, – რა მოხდა აბუდელაურის ტბებზე?
0
SHARES
558
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოციალური ქსელის მომხმარებელი ოვანე ნაზღაიძე სამწუხარო ამბავს ავრცელებს:

,,დღეს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს შევესწარით.

ეს მოხდა აბუდელაურის ტბებთან, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ასობით ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი მოძრაობს და არც მობილური იჭერს და არც რამე სხვა კომუნიკაციის საშუალება არსებობს.

ბავშვებით ავდიოდით და გზაში შეგვხვდა მცირე ჯგუფი. შორიდანვე შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მათგანი გულის მასაჟს უკეთებდა მწოლიარეს და მოშორებით გავჩერდით, ბავშვები რომ არ შეშინებულიყვნენ.

მოკლედ, ცუდად გამხდარა ვიღაც და ამათ ერთი ქვემოთ გააქციეს დახმარების დასაძახებლად, დანარჩენები გულის მასაჟს უკეთებდნენ მონაცვლეობით თურმე საათზე მეტ ხანს.

ამასობაში გაღმა მშენებარე ობიექტისთვის ვერტმფრენმა მასალის ზიდვა დაიწყო. მიდიოდა წინ და უკან და ჩვენ ხელების ქნევით ვცდილობდით ყურადღების მიქცევას.
სამწუხაროდ უშედეგოდ.
მერე ჩვენ გავაგრძელეთ გზა, რადგან ნელი ტემპით ვმოძრაობდით, არ გვინდოდა დაგვღამებოდა, თან ვხვდებოდი, რომ განწირული იყო..

საბოლოოდ შორიდან შევნიშნეთ, რომ რაღაც ჯგუფი შეიკრიბა და ალბათ ვერტმფრენმაც შეამჩნია. დაჯდა და გადააფრინეს.

მოგვიანებით მანქანებთან რომ დავბრუნდით ვერტმფრენიც შორიახლოს იყო. პილოტებთან მოვიკითხე იმ კაცის ამბავი. გარდაიცვალაო. მეტი ვეღარაფერი გავარკვიე, ეგრევე გამოვბრუნდი :(.

მესმის, რომ მთელ საქართველოს ვერ დაფარავენ მობილური ქსელით, მაგრამ ასეთ პოპულარულ მარშრუტზე, სადაც მართლა უამრავი ადამიანი მოძრაობს, უცილებლად უნდა იყოს რაიმე კავშირის საშუალება.

იმაშიც არ გაუმართლა ამ კაცს, რომ ისეთ ბილიკზე იყო, რომელზეც კანტიკუნტად მოძრაობს ხალხი (თეთრი ტბის მარჯვენა მხრის ბილიკი) და დიდი ჯგუფი არ დაემთხვა, სადაც შეიძლება ექიმი ან გადაუდებელი დახმარების მცოდნეც აღმოჩენილიყო.
არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად უკეთებდნენ პირველად დახმარებას.

ვინმეს ხომ არ მოგიკრავთ თვალი ინფოსთვის, ვინ იყო და კონკრეტულად რა მიზეზით გარდაიცვალა? ბავშვების გამო ვერც ახლოს მივედით და ვერ გამოვკითხეთ”, – წერს მოქალაქე.

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა ­- რა დეტალებია ცნობილი?

Next Post

რა თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამიამ? – “დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო”

Next Post
რა თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამიამ? – “დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო”

რა თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამიამ? - "დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო"

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.