• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცოლმა მხოლოდ სიკვდილის წინ გამიმხილა საიდუმლო..”

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
“ცოლმა მხოლოდ სიკვდილის წინ გამიმხილა საიდუმლო..”
0
SHARES
11.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ცოლი თითქოს სიყვარულით შევირთე, მაგრამ, სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და აბსოლუტურად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის.

ჩხუბებმა და უსიამოვნებებმა იმატა და ისეთ ფაზაში შევიდა, რომ მივხვდით, ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ქორწინებიდან მეოთხე თვის დასაწყისში გავეყარეთ.

მაშინ ნანუკა ორი თვის ორსული იყო. გაყრისას მითხრა, რომ ბავშვი აღარ გაჩნდება – არ მინდა, შენი შვილი გავზარდო, ისიც შენნაირი არანორმალური იქნებაო.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი მისმა დაქალმა დამირეკა – ნანუკამ მუცელი მოიშალაო. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ, ძალიან განვიცადე ეს ამბავი და, თუ რაღაც ნამცეცი მაინც მქონდა დარჩენილი სინანულისა და შერიგების სურვილისა, ისიც გამიქრა, უფრო სწორად, საშინელ აგრესიაში გადამეზარდა და ყოფილი ცოლი საშინლად შემძულდა.

ვერასოდეს ვაპატიებდი იმას, რომ შვილი მომიკლა, მაგრამ, უკვე მომხდარს რაღას ვუზამდი და მისი სახელი მთლიანად ამოვირეცხე გულიდან. რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე, ნანუკას ვიღაც კაცისგან ბავშვი გაუჩენია და მარტო ზრდისო. ამ ამბავმა ისე გამაცოფა, ვერ აგიწერთ.

იმიტომ კი არა, რომ ვიეჭვიანე, იმან გამაგიჟა, რომ კანონიერი, სიყრმის შვილი მოიშორა და ვიღაც უცნობისგან გააჩინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ჯინაზე. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქალის უგუნურობასა და სიტუტუცეს საზღვარი არ ჰქონდა.

ერთი პირობა, ვიფიქრე, მივუვარდები და ერთს კარგად გამოვლანძღავ-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა და ბოღმა გულში ჩავიკალი.

გავიდა ხანი. ცოლი მეც შევირთე და ნანუკა საერთოდ დავივიწყე. ჩემს მეორე ცოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, სამი გოგონა გაგვიჩნდა და ვზრდიდით შვილებს. ერთ დღეს კი სამსახურში ვიღაც სიმპათიურმა ყმაწვილმა მომაკითხა და მთხოვა, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს და, თუ შეგიძლიათ, ნახევარი საათი დამითმეთო.

ძალიან გამიკვირდა, რადგან, ვინ იყო ეს ბიჭი, არ ვიცოდი. თუმცა, რომ დავინახე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სადღაც მყავდა ნანახი, უფრო სწორად, თითქოს ოდესღაც ვიცნობდი. ჯერ ვიფიქრე, უარს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია, უფროსებს გავეთავისუფლე და იმ ყმაწვილს გავყევი. მთხოვა, სადმე სკვერში ჩამოვსხდეთ, რომ ჩემი სათქმელი გითხრათო.

რაღაცამ გამკენწლა გულში. ვიფიქრე, ვინმე გარეკილი ხომ არ არის და რამეს ხომ არ მიპირებს-მეთქი. მაგრამ, ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა და ისე გულწრფელად და თან დაბნეული ტონით მელაპარაკებოდა, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, შიშმა გამიარა და გავყევი. სკვერში სკამზე რომ ჩამოვსხედით, თვალებში შემომხედა და მკითხა, ხომ არავის გაგონებთ ჩემი სახეო.

მე ვუთხარი, თითქოს მეცნობი, მაგრამ, ვერ გამიხსენებია, საიდან-მეთქი. აი, აქედანო, მითხრა, მერე გულის ჯიბიდან მომცრო ზომის სურათი გამომიწოდა აკანკალებული ხელით და გაფითრებული მომაჩერდა. ფოტოს რომ დავხედე, გული გამიჩერდა მასზე მე და ნანუკა ვიყავით გამოსახული და ეს ბიჭი გაჭრილი ვაშლივით მგავდა.

თითქოს ყველაფერს მივხვდი, მაგრამ, მაინც ძალიან დავიბენი, რადგან, ვიცოდი, რომ ნანუკამ მუცელი მოიშალა. ეტყობა, ეს ყველაფერი სახეზე დამეწერა, რადგან ბიჭმა მწარე ღიმილით მითხრა:

– დიახ, მე თქვენი შვილი ვარ. გვარიც კი თქვენი მაქვს, რადგან თქვენ და დედაჩემი კანონიერი ცოლ-ქმარი იყავით.

– კი მაგრამ, – დაბნეულად ვუპასუხე მე, აკი.

– ჰო, მაგრამ, – სიტყვის დასრულება არ მაცადა ბიჭმა, – ეს ტყუილი იყო, სულელური ტყუილი, რომლითაც დედაჩემს უნდოდა, შური ეძია თქვენზე. მეც სულ მატყუებდა, მეუბნებოდა, შენ რომ სამი თვის იყავი, მამაშენი მაშინ გარდაიცვალაო.

ახლა დედა ძალიან მძიმედ არის ავად, დღეები აქვს დათვლილი, სიკვდილის წინ გამენდო და მთხოვა, მეპატიებინა.

თქვენც გთხოვთ, მიუტევოთ. ეს მისი მონანიებაა. თან, გამომიტყდა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მთელი ცხოვრება თქვენ უყვარდით. თქვენთან დაშორების შემდეგ არც კი გათხოვილა. თურმე, გულში ისევ თქვენ გელოდათ, სულ ჰქონდა იმედი, რომ, ერთ დღესაც, დაბრუნდებოდით მასთან.

ამ სიტყვების გაგონებაზე ისე ცუდად გავხდი, ინფარქტი თუ არ დამარტყამდა, არ მეგონა. იმ დღესვე გავყევი ლექსოს (ჩემი სახელი დაურქმევია დედამისს) ნანუკასთან და მართლაც სულთმობრძავს მივუსწარი.

საწყალს, სიმსივნე ჰქონდა. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო და ორივეს მადლობა გვითხრა. მერე კარგა ხანს გვიყურა სევდიანი ღიმილით და თქვა, ტყუპებივით ჰგავხართ ერთმანეთსო. მეტი ხმა არ ამოუღია.

ნანუკა მეორე დილით გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარში დავუდექი ჩემს შვილს, რომელიც მართლაც შესანიშნავი ყმაწვილი აღმოჩნდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ დედამისის.

ორმოცი რომ გადავიხადეთ, ლექსოს ვთხოვე, ჩვენთან გადმოდი და შენი ბინა გინდა გააქირავე, გინდა დაკეტე-მეთქი. გაუხარდა და დამეთანხმა. მითხრა, მარტოს ძალიან გამიჭირდება ამ ბინაში ცხოვრებაო.

ჩემმა ცოლ-შვილმა ლექსო არაჩვეულებრივად მიიღო. გოგონები სიხარულით ჭკუაზე არ არიან, რომ ასეთი ძმა ჰყავთ. მე და ჩემი ბიჭიც ძალიან დავმეგობრდით და ვცდილობთ, სულ ერთად ვიყოთ გვინდა, ამოვავსოთ იმ წლების დანაკლისი, რაც უერთმანეთოდ გავატარეთ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლექსო, 45 წლის. წყარო: “თბილისელები”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გოგონამ, რომელიც გარდაცვლილ მამას ფეისბუქზე უკვე 4 წელია ემესიჯება, მისგან პასუხი მიიღო..

Next Post

ცოლს ვეჩხუბებოდი, რომ წონაში დაეკლო, ბოლოს ყელში ამომივიდა, მივატოვე და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად – რამდენიმე თვეში ტელეფონზე ზარი გაისმა

Next Post
ცოლს ვეჩხუბებოდი, რომ წონაში დაეკლო, ბოლოს ყელში ამომივიდა, მივატოვე და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად – რამდენიმე თვეში ტელეფონზე ზარი გაისმა

ცოლს ვეჩხუბებოდი, რომ წონაში დაეკლო, ბოლოს ყელში ამომივიდა, მივატოვე და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად – რამდენიმე თვეში ტელეფონზე ზარი გაისმა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In