სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას მიმართავს და აქვეყნებს ჩანაწერს, რომელზეც ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმრის, ვახო ნიკოლეიშვილისა და შენგელიას საუბარია ასახული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში ქალი და კაცი ერთმანეთს თავიანთ ურთიერთობასთან დაკავშირებით ესაუბრებიან, განიხილავენ მისი გაგრძელების შესაძლებლობას და გეგმავენ შეხვედრასაც

რაც საჩივარი შევიტანე, იმის შემდეგ ამ ქალბატონმა კვლავ გააგრძელა ჩემი მისამართით რაღაც საოცარი პოსტების წერა, ამიტომ, რადგან ჯერჯერობით არანაირი ზომა არ მიუღია არავის, ისღა დამრჩა, საკუთარი თავიც დავიცვა და ჩემი შვილების მდგომარეობაც.
ამბობს, რომ მას ჩემთან არ უმეგობრია და მხოლოდ 3-ჯერ არის მისალმებული ჩემ ქმარს და მეტი ურთიერთობა არ ჰქონია. განახებთ ჩანაწერებს და სქრინებს ჩვენი არმეგობრობის. ჩანაწერი არის 3-საათიანი, სრულ ვერსიას არ დავდებ იმიტომ, რომ იქ მომენტებია, რომელიც არ მინდა, ჩემმა შვილებმა მოისმინონ. მე მგონი, ეს ყველაფერი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ძალიან კარგად გაიგონ, რას ვითმენ ორი თვეა.
არაერთ გოგოს მოუწერია შენი მსგავსი საქციელი მათ მიმართ, უბრალოდ ისინი მეუბნებოდნენ, რომ მათ არ ეყოთ არც ძალა, ეშინოდათ და ამიტომ გავჩერდითო. არა მარტო ამ გოგოების მაგივრად, მთელი მსოფლიოს ასეთი გამწარებული ქალების მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს. და იცოდე ის ჩემი 4 შვილი, რომელიც შენ დღეს უმამოდ დატოვე, მათ უკან დგას პირველ რიგში დედა და მერე მორიელი, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლის და მოგებული გამოსვლის.
თქვენი აწმყო თუ დაშორებული ქმარი, რომელიც დადის და ყველას ეუბნება, რომ შენ მართალი ხარ, იმედია მას აქვს საშუალება, რომ ბილეთი აგიღოს და ამ ქალაქიდან გაგიშვას. დამიჯერე, ამ დღის მერე ძალიან გაგიჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება…”, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.