ყოფილი მოსამართლის სკანდალური ჩვენება – დუმილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძემ დაარღვია და დეტალურად მოყვა, “როგორ ავალებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მრავალმილიონიან დავებზე”.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ რეზონანსულ საქმეებზე მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს წინასწარ კარნახობდნენ და თუ ვინმე ინსტრუქციებს არ მიიღებდა, ტერორში ჰყავდათ და დაჭერით ემუქრებოდნენ.
ერთ-ერთი ასეთ მაგალითად ალავიძე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ არსებულ დავას ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ საქმის ფარგლებში დაიბარეს ის მურუსიძემ, ჩინჩალაძემ, ვალერი ცერცვაძემ და ვასილ როინიშვილმა კაფეში, სადაც მისი თქმით, “ქურდული გარჩევა მოუწყვეს”.
ალავიძე ჩვენებაში ყვება, რომ იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
- ალავიძის სკანდალურ ჩვენებას კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. ბესო ალავიძემ კი ქვეყანა უკვე დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა.
ამ კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ვასილ როინიშვილი. ეს იყო სუფთა ქუჩური, ქურდული გარჩევა. მე ვუთხარი, რომ მე არაფერს არ გავაკეთებდი. რაც სწორია იმ გადაწყვეტილებას მივიღებთქო. ამ მეორეჯერ დამირეკა ვალერი ცერცვაძემ იგივე კაფეში. გამოდი ერთი წუთითო და გავედი, მარტო შემხვდა და მარტო მიხსნიდა, რომ საერთოდ ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ და გარიყული ვიქნებოდი სასამართლო კოექტივში, არავინ მომესალმებოდა. მოკლედ მეორე შეხვედრის შემდეგ, როდესაც შევხდი ცერცვაძეს, მე არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცცხლეს-თქო. იმ დღეს მართლა წამოვედი სამსახურში, მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის, მურუსიძე შუაღამის 4 საათზე მოვიდა სამსახურში და დავუბარე, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ არაფრის ფასად-მეთქი, მაგრამ სიცოცხლეს დავასრულებ-მეთქი. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად აღიქვა ჩემი ნათქვამი, იფიქრა ალაბთა რამე არ დაწეროს. რამაც ჩვენ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნასო, ამიტომ მითხრა დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემო”, – განაცხადა ალავიძემ.
ბესარიონ ალავიძის თქმით, გარჩევები გაგრძელდა სხვა საქმეებზეც. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის “რუსთავი 2” საქმე და ამ შემთვევაშიც ყოფილი მოსამართლე უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ “ტვინს გაგვასხმევინებდნენ”.
ეკამ [გასიტაშვილი -მოსამართლე] გვითხრა მე და პაატას, თქვენზე თქვა გვენეტაძემ, რომ მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო. მე და პაატა შევთანხმდით იმ მომენტში, რადგან ასეთი ამბავი იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ, არაფერი გამორიცხული არ იყო და იყო საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვავდენ, მივეცით ჩვენება, რომ ჩვენზე ზეწოლა არ იყო, თუმცა ვთქვით, რომ როცა შეიცვლება ხელისუფლება, ვიტყვით, რომ ეს ჩვენებები იძულების ქვეშ მივეცით. მზიამ [თოდუა – მოსამართლე] მოგვცა გადაწყვეტილების პროექტი, და მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაწერილიო, მე სანამ წამოვიდოდი, მთხოვა ბიძინამო, რომ იქნება ეს საქმე სასამართლოში წავიდესო, დაწერე შენ რაღაცაო და მისცენ მოსამართლეებსო. მოკელდ ეს გადაწყვეტილება მოგვცა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამით იხელმძღვანელეთო. გვენეტაძემ დაიბარა პაატა. პაატამ მითხრა, რომ გვენეტაძე დაგიბარებს ახლა შენო. გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, მთხოვეო რასაც გინდა იმას შეგისრულებო, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მართლა ტიროდა, მე აქ დამნიშნეს იმის გამო, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო”, – ამბობს ალავიძე.
წყარო: ტვ პირველი


