• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, November 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები

by inew
7 October 2025
in საზოგადოება
0
საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები
0
SHARES
10.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ილია თოფურია, როგორც წარმატებული ქართველი სპორტსმენი, ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო, როცა ის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი! მას შემდეგ ილიას, მისი კარიერისა თუ ცხოვრების მიმართ ინტერესი გაორმაგდა.

 

  • ესპანური მედია ილია თოფურიას განქორწინების შესახებ წერს – რა მოხდა წყვილს შორის

მალევე გახდა ცნობილი ქართველი ბრძოლის ბავშვობის, მშობლების, სპორტსმენი ძმისა და უმშვენიერესი დების შესახებ. მისი დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას მონათხრობის მიხედვით, ქართველმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ წიგნი, “დედა და ილია” გამოსცა. ეს არის ბიოგრაფიული წიგნი, სადაც აღწერილია გზა აფხაზეთიდან ალიკანტემდე ყველა თავისი სირთულითა და წარმატებით.

 

“დედაჩემი, ალბათ როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც სუპერგმირია. ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ და ყველაფერს აკეთებს შენთვის. მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. მნიშვნელოვანია, თუ ჩემი განვლილი გზა, თუნდაც ერთ მკითხველს მისცემს მოტივაციას. ეს წიგნი მკითხველს ეტყვის – არ შეგეშინდეს, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და სირთულეებისა, არ შეაჩერო წინსვლა, არ შეაჩერო საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. ყველას შეუძლია საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს, მთავარია ამის სჯეროდეს,” – ვკითხულობთ წიგნში.

 

ილიას ოცნება მართლაც იქცა რეალობად – მან შექმნა კარიერა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. ამის მიღმა კი, ილია ორი შვილის ბედნიერი მამაა.

 

ilia_topuria

 

ილია თოფურიას ბავშვობა და კარიერა

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.

 

  • მარიამ შარმანაშვილს ცნობილი ქართველი მსახიობი აკრიტიკებს: “შენ სოფი ლორენი ვინ არის, ის არ იცი და პოლიტიკის რა გეცოდინება…”

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

 

  • 2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
  • 2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
  • 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
  • 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
  • 2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
  • 2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!

ილია თოფურიას ოჯახი 

“ჩემი რუსთაველი მეუღლე ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს – საქართველო” – ამბობდა ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია.

 

ილია თოფურიას ჰყავს მამა, ზაზა თოფურია, რომელიც ბიზნესმენია. ის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის შვილის გვერდითაა. სატიტულო ბრძოლას ილიას მთელი ოჯახი, მათ შორის, და-ძმაც ესწრებოდნენ და ეს დიდი სიხარული პირველად სწორედ მათ გაიზიარეს. ცნობისთვის, ილიას ძმა, ალექსანდრე თოფურია, ასევე MMA მებრძოლია.

 

ilia_topuria

 

ილია თოფურიას პირადი ცხოვრება 

ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს.

 

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს.

 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.

 

ilia_topuria

 

  • “ჩემო სიცოცხლე, დავბრუნდი, ქალაქში ვარ, ახლა დეტალებს ვარკვევ” – სალომე გოგიაშვილი კვლავ ლიკა შენგელიას მიმართავს

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.  მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

წყარო: marao.ge

 

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც შემოდგომა განსაკუთრებულ სიურპრიზებს ამზადებს

Next Post

დაკარგული მამაკაცი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ იპოვნეს – გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა

Next Post
დაკარგული მამაკაცი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ იპოვნეს – გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა

დაკარგული მამაკაცი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ იპოვნეს – გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In