ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილს ცოტა ხნის წინ და გარდაეცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.. შალვა მეუღლემ ბელა ალანიამ ამ ფაქტთან დაკავსირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ისე გვიახლოვდებოდა სიკვდილი, ხშირად ახლობელი მეგონა. სადმე, ცხრა მთას იქით კი არა, ყურისძირში იყო დაყურადებული. არც კი ჩათვლიმა, რომ კლანჭებიდან დაგვეხსნა ჩვენი ნინო.
ვიბრძოდით, როგორმე გადაგვერჩინა,
სულ ტყუილად… ვერაგი სიმსივნე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. 73 წლის ჩემი მული, ნინო ნათელაშვილი, დღეს აღესრულა. სიკვდილის წინ მკითხა, თავის ერთადერთ ვაჟზე, დათო როგორ იქნება უჩემოდო?!
დათოს ხომ ერთი წელიც არ არის, რაც სიმსივნემ, 31 წლის მეუღლე წაართვა. პატარა კატოს ნინო ბებოც ვეღარ გაზრდის ცხოვრების ამ სისასტიკეს არანაირი ლოგიკა არ აქვს მოვასწარი მოვფერებოდი, მაგრამ მაინც ბევრი რამ დამრჩა უთქმელი… ნინო მხოლოდ შალვას და არ იყო, იყო მისი გამზრდელი, რომელმაც შალვას ობლობა გაუადვილა. იყო ჩემი მეგობარი და ჭირისუფალი არავის ვეტკინებით მასავით;
არავინ იტირებს მასავით ჩვენს უთავბოლო განცდებზე; არავინ იქნება, ვისაც თავს კალთაში ჩაუდებ და შესჩივლებ უამრავ რამეს, რასაც სხვას არავის ეტყვი; მახრჩობდა ცრემლი და ვერ ამოვთქვი, ძალიან რომ მიყვარდა🥲
ვერ ვუთხარი, რომ მის გარეშე შალვა კიდევ ერთხელ დაობლდება…
ვიცი, უფალი ჩაიხუტებს.. ნათელში იყავი, ნინო.. პანაშვიდი: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს 17 საათიდან
დაკრძალვა კვირას, 14 სთ
( შალვა ნათელაშვილის სახლიდან)
სოფელი ბაზალეთი… დუშეთის რაიონი
მანამდე შალვა ნათელაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა:
ნინო ჩემი და. ის ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და ჩემზე მშობიარობაში ბებიაქალს ეხმარებოდა.შემდგომ კაბის კალთაზე ვიყავი გამოკერებული.ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მასთანაა ასოცირებული.
მევალებოდა მეკონტროლებინა რათა არავინ შეყვარებოდა,თუ ნაყინს მიყიდიდა აღარ ვეუბნებოდი სახლში მის მორიგ რომელიმე თაყვანისმცემელზე არაფერს.
დღეს შეწყდა მისი გულისცემა.განგებამ ისე ინება,რომ ამ ქვეყნად მოსვლისას ის დამხვდა პირველი ხოლო იმ ქვეყანაში მე ვაცილებ. უფალმა კარგად და ბედნიერად უმყოფოს ყველას დედ-მამის შვილები. წინასწარ უდიდეს მადლობას გიხდით ყველას თანაგრძნობისათვის.