Tatia Maisuradze – სოციალურ ქსელში ვიდეო კადრებს აქვეყნებს და თან წერს:
,,არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, გიზიარებთ მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს;
ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს;
არასრულწლოვანი მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება მას ფიზიკურად;
ბრალდებული დაჟინებით ექაჩება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ, რათა კამერებს მიღმა შეძლოს მასთან უფრო სასტიკად გასწორება;
ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას;
ვიდეოჩანაწერებით არაერთ კითხვას გაეცა პასუხი; (სრული ჩანაწერები ბევრად ვრცელი და მძიმეა)
სიმართლე არასდროს იმალება. პირი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს – არასრულწლოვანს, ვალდებულია კანონის წინაშე პასუხი აგოს ამ ქმედების შედეგებზე”, – ნათქვამია პოსტში.


