,,ოფიციალურად, 3 წლის წინ 55 000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავდა, ახლა, ალბათ, 4-5-ჯერ მეტი იქნება. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის! ეს არის უმძიმესი მაჩვენებელი, ასეთი სიტუაცია არასოდეს არ გვქონია” – ამის შესახებ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ, ,,რადიო პალიტრის” გადაცემაში ,,თქვენი დრო” ისაუბრა.