74 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი გიტარისტი, ჯგუფ Kiss-ის დამფუძნებელი წევრი პოლ დენიელ “ეის” ფრეილი.
ფრეილიმ 25 სექტემბერს საკუთარ სახლში გონება ორჯერ დაკარგა. დაცემისას მუსიკოსს ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ახალი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ფრეილი გარდაიცვალა.
ფრეილი 1973 წელს გახდა ჯგუფ Kiss-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, გიტარისტი და ბექვოკალისტი.
2014 წელს Kiss-ის სხვა წევრებთან ერთად გახდა როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრი.