,,ჩვენს ქვეყანაში პირბადის ტარებისთვის ციხეა, სამაგიეროდ კრიმინალი ზეიმობს!!!
ნახევარი საათის წინ მაგნიტში ჩემ თვალწინ ოთხი არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს, შამპანურის ბოთლის თავში ჩარტყმა რომ დააპირა, შემოვარდნენ კაცები და ვერ აშველებდნენ, ის ბოთლი მოიქნია, ბოქსი მოაძრეს, წიხლებით შედგნენ კონსულტანტს, ,,მაგნიტი” როგორ გყავთ დაცვის გარეშე მომსახურე პერსონალი, სიკვდილს არიან გადარჩენილები და ახლა ვიგებ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა.
მაგ ბავშვების ადგილას (მოლარეს და კონსულტანტს ვგულისხმობ) გიჩივლებდით აუცილებლად! ცხადია პატრული გამოვიძახე და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან…”, – წერს მოქალაქე თეა სუბელიანი სოციალურ ქსელში.
