ვინც საქართველოს ცაზე უცნაური ნათება დაინახეთ, გეტყვით, რომ რუსული რაკეტა იყო – ინფორმაციას World Millitary ანალიტიკა ავრცელებს.
,,კერძოდ, რუსებმა ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ იარის სარაკეტო საცდელი პოლიგონიდან, წარმატებით გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.
ცაზე რუსული რაკეტის კვალი გამოჩნდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით“, – წერია პოსტში.


