ინტერნეტით გაცნობა უკვე დიდი ხანია, გახდა თანამედროვე საზოგადოების სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ბევრი მაგალითი არსებობს, ვინც სწორედ სოციალური ქსელით გაიცნო ერთმანეთი და კმაყოფილნი არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ არსებობს უკუმაგალითებიც.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ არაჩვეულებრივ ისტორიას გაეცნობით ქვემოთ. ნებისმიერ გოგონას სურს იპოვოს ის ერთადერთი და განუმეორებელი – ლამაზი, ჭკვიანი, შეძლებული.
იგივეს ფიქრობენ მამაკაცებიც. სწორედ ამ მიზნით გამოაქვეყნა ახალგაზრდა ბიჭმა ტვიტერზე ფოტო წარწერით:”ვინმეს აქვს სურვილი, შეხვდეს ამ მშვენიერ ბიჭს?” მსურველი არცთუ ცოტა გამოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, რომელმაც ასეთი მინაწერი გააკეთა:
“მე ვარ უიღბლო სიყვარულში, დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გამიმართლებს.” მიმოწერის შემდეგ ბიჭმა სწორედ ეს გოგონა დაპატიჟა პაემანზე.
ამ უკანასკნელისთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და გადაწყვიტა, კიდევ უფრო ბევრი გაეგო ამ ბიჭის შესახებ. როგორი იყო მისი თან გაოცება და თანაც გაწბილება, როდესაც ბიჭის სხვა ფოტოები ნახა. იგი არის 17 წლის შონი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯუჯაა, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს:
დაამთავრა სკოლა, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, უყვარს მუსიკა და კომპიუტერული თამაშები, ხანდახან თვითონაც ხუმრობს საკუთარ დაბალ სიმაღლეზე.
შონს გაუკვირდა, როცა ნახა, რომ საკუთარი ფიზიკური ნაკლის გამო გოგონამ უარი თქვა სოციალურ ქსელში ურთიერთობაზე და მეტიც.. იგი დაბლოკა და “შავ სიაში” შეიყვანა.
ეს ისტორია შონმა სოციალურ ქსელში გააზიარა, მას უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ბიჭის ხელისმომწერთა რაოდენობამაც 42 000-მდე ავიდა. ისე, რომ თავადაც არ მოელოდა, შონი გახდა სოციალური ქსელის ვარსკვლავი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…