საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1610 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0647 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6232 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ოქტომბერს შევა ძალაში.


